ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ბათუმში, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ქალი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრის შემდეგ კი მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა, ის ადგილზე გარდაიცვალა.

რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 19.108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

“რუსთავი2”