ინგლისმა ვაქცინაციის პასპორტების გაცემის გეგმაზე უარი თქვა

ინგლისმა ვაქცინაციის პასპორტების გაცემის გეგმაზე უარი თქვა. ამის შესახებ BBC ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე, საჯიდ ჯავიდზე დაყრდნობით წერს.

ინგლისმა ვაქცინაციის პასპორტების გაცემის გეგმაზე უარი თქვა

გამოცემის ინფორმაციით, გეგმის მიხედვით, ვაქცინაციის პასპორტი მოქალაქეებს ღამის კლუბებში შესვლისა და მასშტაბურ საზოგადოებრივ ღონისძიებებზე დასწრების უფლებას მისცემდა, ​თუმცა გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს ბიზნესისთვის წამგებიანი გახდებოდა.

„არასოდეს მომწონდა იდეა, რომ ადამიანს საბუთების ჩვენება უნდა მოსთხოვო იმისთვის, რომ ყოველდღიურ აქტივობაში ჩართვის უფლება მისცე, მაგრამ მართლები ვიყავით, რომ ეს საკითხი სწორად განვიხილეთ. პასპორტები შესაძლო ვარიანტად დარჩება, თუმცა ამ ეტაპზე სიამოვნებით ვაცხადებ, რომ ვაქცინაციის პასპორტების გაცემის გეგმას არ განვახორციელებთ“, – განაცხადა ჯავიდმა.

ამასთან, მინისტრი უარყოფს, რომ მთავრობამ გეგმაზე უარი კრიტიკის გამო თქვა და აღნიშნავს, რომ პანდემიასთან ბრძოლის სხვა ეფექტიანი ხერხებიც არსებობს – ვაქცინაციის მაღალი ტემპი, ტესტირება, დაკვირვება და მკურნალობის ახალი მეთოდები.

 

“იმედინიუსი”