„მალავენ იმ ფაქტს, რომ ვახო 11-ში შევიდა საავადმყოფოში“ – 20 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის დის მოულოდნელი განცხადება

გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახო ჩარკვიანის და სოციალურ ქსელში წერს, რომ პაციენტმა კლინიკაში იმაზე მეტი დრო დაჰყო, ვიდრე ამბობენ.

„მალავენ იმ ფაქტს, რომ ვახო 11-ში შევიდა საავადმყოფოში“ – 20 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის დის მოულოდნელი განცხადება

„ყველა ამბობს, დაგვიანებული იყო, გვიან გადაიყვანეს. დამძიმებული შეიყვანეს. მხოლოდ სიცხე ჰქონდა, 9-ში, დაუდასტურდა მაშინვე გადავიდა სასტუმროში, მერე კი 11-ში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თუმცა, კითხვები მიჩნდება, რატომ მალავენ იმ ფაქტს, რომ ვახო 11-ში შევიდა საავადმყოფოში, იქიდან ვეღარ გამოვიდა. მაგრამ რატომ ამბობენ 12 დღეს, როცა მარტო რეანიმაციაში იყო 23 დღე და აქედან მართვის აპარატზე 11 დღე“, – წერს მარიამ ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 10 სექტემბერს კორონავირუსით ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი გარდაიცვალა. 20 წლის ვახო ჩარკვიანს ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.