მგზავრმა ტაქსის მძღოლს 5 ტყვია ესროლა – სროლა ქალაქის ცენტრში

კეკელიძის ქუჩაზე მგზავრმა ტაქსის მძღოლს 5 ტყვია ესროლა.

მგზავრმა ტაქსის მძღოლს 5 ტყვია ესროლა – სროლა ქალაქის ცენტრში

როგორც ადგილობრივები ყვებიან, სროლას წინ ხელჩართული ჩხუბი უძღოდა. ინციდენტის შემდეგ პირები მიიმალნენ. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა იდენტიფიცირებული დაპირისპირებაში მონაწილეები. პოლიციამ ადგილიდან უკვე ამოიღო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. მიმდინარეობს თვითმხილველების დაკითხვა.

წყარო – ტვ პირველი