სროლა კეკელიძის ქუჩაზე – დაპირისპირებაში მონაწილე პირები ადგილიდან მიიმალნენ

გვიან ღამით სროლა იყო კეკელიძის ქუჩაზე, სადაც ორმა პირმა სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

სროლა კეკელიძის ქუჩაზე - დაპირისპირებაში მონაწილე პირები ადგილიდან მიიმალნენ

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, კონფლიქტში მონაწილე პირები კი ადგილიდან მიიმალნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

წყარო: ptn.ge