უნდა დავტოვოთ თუ არა საჭმელი კონსერვის ქილაში – მითები და რეალობა

ყველამ იცის, რომ ახალი პროდუქტი ყველაზე სასარგებლოა, მაგრამ გვიწევს სხვადასხვა მიზნით კონსერვირებული პროდუქტების – თევზი, ზეთისხილი, სოკო, პაშტეტი, სიმინდი და ა.შ. შეძენა. ხშირად, ჩვენ კონსერვის ქილაში მოთავსებული საკვების სრულად შეჭმას ვერ ვახერხებთ და აქ ჩნდება კითხვა – შეიძლება თუ არა მისი პირდაპირ, სხვა ჭურჭელში გადატანის გარეშე შენახვა?

უნდა დავტოვოთ თუ არა საჭმელი კონსერვის ქილაში - მითები და რეალობა

სამი მიზეზი, რატომ არ უნდა დავტოვოთ საჭმელი კონსერვის ქილაში!

მითია თუ რეალობა, რომ კონსერვის ქილაში დატოვებული საჭმელი სახიფათო და მომწამვლელია? ექსპერტებმა ჯერჯერობით ვერ იპოვეს ამის დამადასტურებელი მეცნიერული დასკვნა, თუმცა, დაადგინეს ორი მითი და ერთი გონივრული მიზეზი, საკვების ქილაში დატოვება – არ დატოვების კუთხით.

ბაქტერიები. ბაქტერიები ყველგან ვრცელდება, სადაც ამისთვის შესაფერის გარემოს იპოვიან. გამონაკლისი არც კონსერვის ქილაა. სანამ ის თავდახურულია, სახიფათო არაფერია, მაგრამ თავის ახდის შემდეგ პროცესი იწყება. მაგრამ ეს პროცესი ხომ ჩვეულებრივ, ჩვენს მიერ მომზადებულ საჭმელშიც მიმდინარეობს, თუ ის თავღია დავტოვეთ. სახიფათოა მხოლოდ ვადაგასული კონსერვი, რომლის სახურავიც ამობერილია, მაგრამ დაკვირვებული ადამიანი მას ხომ არ იყიდის?

ტოქსიკური მოწამვლა. ეს მითიური მიზეზი მეცხრამეტე საუკუნიდან მოდის, როდესაც მართლაც დაფიქსირდა რამდენიმე ასეული შემთხვევა, როდესაც ადამიანები კონსერვით მოიწამლნენ. მაგრამ მაშინ ეს ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის გამო ხდებოდა, რომელიც ამჟამად ქილის დასამზადებლად აღარ გამოიყენება. ამჟამად, კონსერვის ქილები უსაფრთხო მეტალებისა და სპეციალური საღებავებით მზადდება, რომელიც ადამიანისთვის უსაფრთხოა. თავის მოხსნის შემდეგ კი მეტალების კოროზია, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იწყება, ასე რომ როგორც აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსპექცია აცხადებს, “რამდენიმე დღე თავღია კონსერვში კოროზიული პროცესები არ განვითარდება”.

გემოს შეცვლა. ეს არის სწორედ ის გონივრული მიზეზი, რომლის გამოც კონსერვის ქილაში საჭმლის დატოვებას არ გირჩევთ. თავღია კონსერვში და ზოგადად ნებისმიერ საკვებში იწყება მჟავური პროცესები, რომელიც ჩვენ არ გვავნებს, მაგრამ საკვებს უცვლის გემოს და ის გემრიელი აღარ გვეჩვენება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ექსპერტები დიასახლისებს ურჩევენ, რომ უმჯობესი იქნება კონსერვის ქილაში მოთავსებული პროდუქტი სასურველია მინის, თავსახურიან ჭურჭელში შეინახოთ, ხოლო თუ მაინც ქილაში დატოვებთ, გაითვალისწინეთ, რომ თევზის კონსევები იმავე დღეს უნდა შეიჭამოს, ხორცის და მცენარეული პროდუქტები – 2-3 დღეში. თუ პროდუქტს მაცივარში ვერ ინახავთ, გაითვალისწინეთ, რომ ის 3-4 საათში აუცილებლად გაფუჭდება.

წყარო: newposts.ge