ვის არ დასჭირდება ვაქცინაციის ცნობა ან ტესტის უარყოფითი პასუხი ღონისძიებებზე დასასწრებად

სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად მოქალაქეებს, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ-19, ვაქცინაციის ცნობა ან ტესტის უარყოფითი პასუხი არ დასჭირდებათ.

ვის არ დასჭირდება ვაქცინაციის ცნობა ან ტესტის უარყოფითი პასუხი ღონისძიებებზე დასასწრებად

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დღეს, 13 სექტემბერს განაცხადა.

“არსებული რეგულაციებით, სხვადასხვა ღონისძიებებზე (მაგ: როგორიცაა კონფერენციები, ტრენინგები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ) დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან 72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან 24-საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კატეგორიას ემატება ის პირები, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ-19. აღნიშნული 6 თვე აითვლება კოვიდის ლაბორატორიულად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ”, — განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

“რეზონანსი”

პ.ს.;ინგლისმა ვაქცინაციის პასპორტების გაცემის გეგმაზე უარი თქვა,ბატონო გამყრელიძე,თქვენ სადამსჯელო ღონისძიებებს რატომ ატარებთ საქართველოში?!