14 სექტემბრიდან კოვიდ ვაქცინირებულების პორტალი ამოქმედდება

“პორტალი იძლევა საშუალებას, განისაზღვროს ადამიანის სტატუსი და ამის შემდეგ მოხდეს მისი დაშვება კონკრეტულ სივრცეში” – 14 სექტემბრიდან კოვიდ ვაქცინირებულების პორტალი ამოქმედდება.

14 სექტემბრიდან კოვიდ ვაქცინირებულების პორტალი ამოქმედდება

სპეციალური პორტალი, რომელზეც კოვიდვაქცინირებული მოქალაქეების ბაზა განთავსდება, 14 სექტემბერს ამოქმედდება.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, პორტალი ბიზნესს საშუალებას მისცემს ადამიანის სტატუსი განსაზღვროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვას ის კონკრეტულ სივრცეში.

“ეს ბიზნესს აძლევს იმის საშუალებას, რომ განსაზღვროს ადამიანის სტატუსი და ამის შემდეგ მოახერხოს დაშვება მის კონკრეტულ სივრცეში. ამით მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რომ უსაფრთხო და მწვანე იყოს გარემო მისი მომხმარებლებისთვის, ასევე მისით დასაქმებული ადამიანები იქნებიან უსაფრთხოდ და თუ ამის დანერგვა მოხდება მაქსიმალურად სხვადასხვა ბიზნეს ობიექტებთან, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სამომავლოდ, მათ შორის რეგულაციები იყოს შემსუბუქებული და მწვანე ზონაში განსხვავებული რეგულაციებით იყოს ამა თუ იმ მომსახურების გაწევა” – განაცხადა ბექა ფერაძემ.

წყარო: newposts.ge