ჩრდილოეთ კორეამ ახალი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა …

ჩრდილოეთ კორეამ შორი მოქმედების ახალი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეამ ახალი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა ...

რაკეტამ სამიზნემდე მისაღწევად 1 500 კილომეტრის მანძილი დაფარა, რის შემდეგაც ის ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ჩავარდა.

ანალიტიკოსები ამბობენ, ეს, შესაძლოა, ქვეყნის პირველი ასეთი იარაღი იყოს, რომელსაც ბირთვული შესაძლებლობები გააჩნია.

ამასთან, ფხენიანის განცხადებით, რაკეტა „უდიდესი მნიშვნელობის მქონე სტრატეგიული იარაღია“ და ის პირველია ფრთოსან რაკეტებს შორის, რომელმაც ასეთი სტატუსი მიიღო.

წყარო: ptn.ge