დიდმა ბრიტანეთმა „კოვიდ-პასპორტების“ მოთხოვნის გეგმაზე უარი განაცხადა

ბრიტანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ღამის კლუბებისა და სხვა ხალხმრავალი შეხვედრების დროს „აცრის პასპორტები” არ მოითხოვოს.

დიდმა ბრიტანეთმა „კოვიდ-პასპორტების“ მოთხოვნის გეგმაზე უარი განაცხადა

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის საჯიდ ჯავადის განცხადებით, მთავრობამ გადადო იდეა, მაგრამ შეიძლება მომავალში კვლავ განიხილოს ის, თუ კორონავირუსის შემთხვეების რიცხვი ისევ სწრაფად გაიზრდება. მსგავსი პასპორტები საჭიროა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში.