ყველაზე სასტიკი მტრები საქართველოსი ქართველი ემიგრანტები არიან​ – რობერტ სტურუა

ყველაზე სასტიკი მტრები საქართველოსი ქართველი ემიგრანტები არიან​ … ნაცისტი-გოგოშკები, დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან უცხო ქვეყნების ელჩებს – რობერტ სტურუა.

ყველაზე სასტიკი მტრები საქართველოსი ქართველი ემიგრანტები არიან​ - რობერტ სტურუა

რეჟისორი რობერტ სტურუა იმ წერილს შესახებ წერს, რომელიც მან „ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო“.

იგი ამბობს,რომ ვერ დაასახელებს წერილის ავტორს, თუმცა „გადმოსცემს შინაარს“.

– “კიდევ ერთი მიმართვა ბატონ რეზო ამაშუკელს. ბატონო რეზო, შეერთებულ შტატებიდან ფრიად საინტერესო მესიჯი მივიღე. მთლიანად არ გამოაქვეყნოო – მთხოვს წერილის ავტორი (ეშინია?)! ვეცდები მოკლე შინაარსის გადმოცემას! ძალიან მოკლეს!

1. ყველაზე სასტიკი მტრები საქართველოსი ქართველი ემიგრანტები არიანო – არაადამიანური სურვილებით შეპყრობილნიო​ (მე ვიტყოდი, როგორც აქ, გაუბედურებულ სამშობლოში!) მაშ ასე ემიგრანტის ცისფერი ოცნება:

გრინ კარტა (ბევრს უკვე აქვთ!), ამერიკული პასპორტი (მალე ექნებათ!), სარფიანი სამსახური (იქაც ფულის შოვნა), ბინა, სახლი, აგარაკი (მაიამისთან ახლოს და აუცილებლად აუზით), საქართველოს და ქართველების გინება და სააკას ქება-დიდება, (ხედავენ ამერიკელებს მაინც რომ მოწონთ ეს პოლიტიკური გვამი, მიუხედავათ იმისა რომ კარგად იცის CIA-მ ამ სისხლით მოსვრილი არაქართველის საძაგლობანი!) და სასაცილო ის არის, რომ იმ ჭკუათხელი დიქტატორის რეჟიმს საელჩოს თანამშრომლებისთვის მიცემული დიდი ქრთამების საშვალებით ძლივს გაექცნენ ტირანს! და…

2. საქართველოში უცხოეთის საელჩოებში შეგზავნილი საქართველოს მტრები – ნაცისტი-გოგოშკები, რომლებიც დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან უცხო ქვეყნების ელჩებს!” ეს წერილის მოკლე შინაარსი გახლავთ … ძალიან მოკლე! პატიოსანმა (იშვიათობაა დღეს) ქართველმა გადმომიგზავნა!

ცრემლმორეული შესცქერის ამ გადაგვარებულ ხალხს – ერის გამყიდველებს და ფიქრობს, რომ ჩვენც აფგანეთის ბედი გველის!

P.S. წერილის ავტორს, როგორც მთხოვეს, არ ვასახელებ” – წერს რობერტ სტურუა.

წყარო: itv.ge