ბათუმში ქალს და მცირეწლოვან ბავშვს მანქანა დაეჯახა – ქუჩაზე გადადიოდნენ…

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – გორგილაძის ქუჩაზე მანქანა ქალს და მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა.

ბათუმში ქალს და მცირეწლოვან ბავშვს მანქანა დაეჯახა - ქუჩაზე გადადიოდნენ...

როგორც თვითმხილველები “მთავარი არხის” ვებგვერდს უყვებიან, ქალმა და ბავშვმა მსუბუქი დაზიანება მიიღეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

“რეზონანსი”