ანატოლი კარპოვი ნონა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

ცნობილმა რუსმა მოჭადრაკემ, დიდოსტატმა ანტოლი კარპოვმა მხარი დაუჭირა ნონა გაფრინდაშვილის მიერ აშშ-ის სასამართლოში სარჩელის შეტანას Netflix-ს წინააღმდეგ, სერიალ “ლაზიერის გამბიტში” დაშვებული უზუსტობებისა და შეცდომების გამო.
ანატოლი კარპოვი ნონა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს
“მე არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ ფილმის კონსულტანტს გარი კასპაროვს ასეთი შეცდომა გაეპარა… მან მშვენივრად იცის, რომ ნონა გაფრინდაშვილი პირველი ქალია, რომელიც დიდოსტატია როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს შორის. მან ეს წოდება კაცების ტურნირში მონაწილეობით და მათში მოპოვებული გამრჯვებების შედეგად მიიღო”, – განაცხადა ანატოლი კარპოვმა რადიოინტერვიუში.
მსოფლიოს მე-12 ჩემპიონმა აღნიშნა, რომ სერიალის რეჟისორს და გადამღებ ჯგუფს კარგად უნდა შეესწავლა ისტორიული პიროვნებების ბიოგრაფია, რომლებიც ფილმში არიან დასახელებული.
“რასაკვირველია, მათ რომ ნონა გაფრინდაშვილისათვის საბჭოთა მოჭადრაკე ეწოდებინათ, კითხვები არ იქნებოდა, მაგრამ რადგანაც თქვეს, რომ იგი რუსი მოჭადრაკეაო, ეს უკვე მის ეროვნულ წარმოშობას ეხება… ნონა გაფრინდაშვილი საქართველოში დაიბადა, იგი ამაყობს თავისი ეროვნებით, მას არასოდეს არ უწოდებდნენ რუს მოჭადრაკეს… ფაქტიურად სწორედ მან მოუპოვა დიდება ქართულ ქალთა საჭადრაკო სკოლას”, – დაასკვნა მსოფლიო ჩემპიონმა.
მოამზადა სიმონ კილაძემ