მსოფლიოს ქვეყნების უნივერსიტეტების რეიტინგი: თბილისის ორი უნივერსიტეტი 1201-ე ადგილზე იმყოფება

გერმანულმა რადიოსადგურმა „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) გამოაქვეყნა სტატია მსოფლიოს ქვეყნების უნივერსიტეტების (უმაღლესი სასწავლებლების) რეიტინგის შესახებ 2022 წლისათვის (World University Rankings® 2022), რომელიც ბრიტანულმა ჟურნალმა The Times Higher Education-მა შეადგინა.

მსოფლიოს ქვეყნების უნივერსიტეტების რეიტინგი: თბილისის ორი უნივერსიტეტი 1201-ე ადგილზე იმყოფება

ტოპ-ათეულში შევიდა აშშ-ის 8 და 2 დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტი.

  1. ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი);
  2. კალიფორმიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (აშშ);
  3. ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ);
  4. სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ);
  5. კემბრიჯის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი);
  6. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (აშშ);
  7. პრინსტონის უნივერსიტეტი (აშშ);
  8. კალიფორნიის (ბერკლის) უნივერსიტეტი (აშშ);
  9. იელის უნივერსიტეტი (აშშ);
  10. ჩიკაგოს უნივერსიტეტი (აშშ).

ტოპ-20-ში შევიდა პეკინის და ცინჰუას უნივერსიტეტები (ორივე – მე-16 ადგილი).

ტოპ-100-ში მოხვდა გერმანიის მიუნჰენის ლიუდვიგ მაქსიმილიანის სახ. უნივერსიტეტი (32-ე ადგილი), მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტი (38-ე ადგილი), ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი (42-ე ადგილი).

ტოპ-200-ში მოხვდა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (158-ე ადგილი). საერთოდ, რეიტინგში რუსეთის 60-მდე სასწავლებელია შეტანილი. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან რეიტინგში შეტანილია ორი – თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტები (ორივე 1201-ე ადგილი).

როგორც რეიტინგის შემდგენლები აცხადებენ, საერთო სიაში აშშ-ის 183 უმაღლესი სასწავლებელია შეტანილი, ტოპ-200-ში კი 57 უნივერსიტეტი, ანუ ყველაზე მეტი სხვა ქვეყნებთან შედარებით), თუმცა ელიტურ ჯგუფში ამერიკული უმაღლესი სასწავლებლების წილი მცირდება.

საინტერესოა, რომ ტოპ-ათეულში შეტანილი უნივერსიტიტეტებიდან ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ) აღიარებულია ლიდერად სწავლების საკითხში, ხოლო ოქსფორდის (დიდი ბრიტანეთი) – კვლევების დარგში.

მიმდინარე წელს შედგენილ რეიტინგში ახალი ქვეყნებიც გამოჩნდნენ: აზერბაიჯანი, ეკვადორი, ეთიოპია, ფიჯი, ტანზანია, აგრეთვე პალესტინის ავტონომია.

რეიტინგი ეყრდნობა ეფექტურობის 13 მაჩვენებწლს, რომლითაც უმაღლესი სასწავლებლის მუშაობა ოთხი მიმართულებით განისაზღვრება: სწავლება, კვლევა, ცოდნის გადაცემის მეთოდები და საერთაშორისო პერსპექტივა.

უნივერსიტეტების ჩამონათვალის შედგენისას გაანალიზებული იქნა 108 მილიონზე მეტი დამოწმება (მითითება) 14 მილიონ სამეცნიერო პუბლიკაციაში, აგრეთვე პასუხები იმ ანკეტების მიხედვით, რომლებიც 22 ათას მეცნიერს დაურიგდა მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში.

წყარო: https://p.dw.com/p/3zoix