რა ფუნდამენტური პრობლემები აქვს აშშ-ს?! – დემურ გიორხელიძე

მოდით თითოეული დიდი პოლიტიკური მოთამაშის
(ასეთი სულ სამია)
რეალურ პრობლემებში ჩავიხედოთ:

რა ფუნდამენტური პრობლემები აქვს აშშ-ს?! - დემურ გიორხელიძეყოველგვარი სიმპათია/ანტიპათიების გარეშე,
ყოველგვარი ემოციური და იდეოლოგიური
შტამპების გარეშე (ეს “ნათელია”/ის “ბნელია” –
გონებასუსტი ხალხის ემოციებია).
დავიწყოთ დღევანდელი მთავარი და ყველაზე
ძლიერი მოთამაშით: აშშ.
რა ფუნდამენტური პრობლემები აქვს აშშ-ს?!
1. აშშ-ს ძლიერების პიკი გავლილი აქვს –
დღევანდელობა არ არის მე-20 ს.-ის 60-იანები!
გარეგნული ნიშანი ამისა ისაა, რომ აშშ თავის დღევანდელ განვითარებაში აცდენილია მისი მამა-დამფუძნებლების ფუნდამენტურ საყრდენებს და მთლიანად დაფუძნებულია (სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეც კი!)
ყალბ იდეოლოგიურ შტამზე, ვლინდება შემდეგში:
“დაიცვას კოლექტიური დასავლეთის ლიბერალური ფასეულობები”
შ ე ნ ი შ ვ ნ ა (დ.გ.):
ფასეულობები კატეგორიათა სულ სხვა სისტემას მიეკუთვნება, ვიდრე ეს პოლიტიკისა და დემოკრატიის მამოძრავებელი მექანიზმებია. საქმე ისაა, რომ:
(ა) დემოკრატიას არანაირი ფასეულობა გააჩნია, –
იგი ფასეუობების თვალსაზრისით ცარიელი სივრცეა, –
დემოკრატია ეს არის მხოლოდ პ რ ო ც ე დ უ რ ე ბ ი,
რომლებიც განსაზღვრავენ თუ როგორ გადაეცეს
ძალაუფლება ადამიანთა ერთი ჯგუფიდან
მეორე ჯგუფს!
სულ ესაა!
დემოკრატიის ფასეულობებზე საუბარი არის დილეტანტიზმი და ფუნდამენტური არსების არცოდნა.
(ბ) პოლიტიკა აიგება ინტერესებზე, რომელსაც განსაზღვრავს სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მისი ეკონომიკური განვითარების
ინტერესები/მიზნები. პოლიტიკა – ეს არის შეხედულებათა
და ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც ამ უმთავრეს მიზნებს ემსახურება!..
რაიმეს “დაცვა”, გნებავთ “ლიბერალური “ფასეულობებისა”, პოლიტიკურ ასპექტში განიხილება რგორც იდეოლოგიური შტამპი, რადგან იგი (ასეთი შტამპი) არ ექვემდებარება გლობალურ დაცვას:
თუ ლიბერალური ფასეულობები შენი სახელმწიფოს
იდეოლოგიური საყრდენია, – იგი შენი სახელმწიფოს
შიგნითაა და მას ვერაფერი დაემუქრება, თუ საფრთხე
არ შეექმნა შენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას.
ამიტომ “ლიბერალური ფასეულობების დაცვა” ისეთივე
დემაგოგია და ბლეფია, როგორიც იყო “კომუნიზმის აღმშენებლობა” და დაცვა!
(გ) ფასეულობები კულტურის წიაღში არსებობობს,
და თუ მისი შენარჩუნება გსურს, კულტურის მატარებელი
ხალხი ინტელექტუალურად უნდა ვითარდებოდეს და
ამ საზოგადოებაში არსებობდეს თანხმობა მომავალთან
დაკავშირებით!
დ ა ს კ ვ ნ ა 1-ლ პუნქტან დაკავშირებით:
აშშ-ს დღევანდელი ფუნდამენტი დევს ყალბ იდეოლოგიაზე, რომელიც არაფრითაა ნაკლებდემაგოგიური, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტოტალიტარული იდეოლოგიების ცნობილ;ი შტამპები!
2. ამერიკული საზოგადოება გახლეჩილია ორ შეურიგებელ
ნაწილად, დაფუძნებულნი დიამეტრალურად
საწინააღმდეგო ფასეულობათა სისტემაზე და ცხოვრების
წესსზე.
(ა) როცა სახელმწიფოში თანაარსებობის ერთიანი
საფუძველი იშლება, იმ სახელმწიფოში ჩნდება ყველაზე
დიდი საფრთხე – დაპირისპირება ცალკეულ სოციალურ
ჯგუფებს შორის, რაც მზარდ ხასიათს ატარებს და ადრე
თუ გვიან კრიტიკულ ნიშნულზე დგება.
ასეთი საზოგადოების სახელმწიფოს უჩნდება
მდგრადობის პრობლემა, რომელიც ადრე თუ გვიან
ბიფურკაციის გზით გადავა სხვა მდგომარეობაში,
რომელიც შეიძლება ძალზე შორს იყოს არსებულისგან!
3, აშშ-ს პოლიტიკური ორგანიზმი გახლეჩილია ორ
შეურიგებელ ნაწილად, მოშლილია საერთო თამაშის
წესები, – პოლიტიკისთვის ყველაზე მთავარი მექანიზმი,
თუ რისი გაკეთება არ შეიძლება პოლიტიკაში მყოფი
ადამიანების მიერ და როგორ არ უნდა იქნას
გამოყენებული დროპებით დაკავებული პოლიტიკური
თანამდებობები ვიწრო პარტიული და მერკანტილური
ინტერესებისათვის, რაც თავისთავად პოლიტიკის
პოლიტიკანობით ჩანაცვლებაზე მიუთითებს!
4. აშშ-ს საგარეო-პოლიტიკური სქმიანობის ყველაზე მცდარი და ნეგატიური შედეგის მომტანი (თავად აშშ-სთვის) ფერადი რევოლუციების კულტივირების შედეგი – აისახა აშშ-ს ლეგიტიმურობის დაკარგვაში და ეჭვის
გაჩენაში მისი დეკლარირებული მიზნების მიმართ!
ეს იყო ფუნდამენტური დანაკარგი აშშ-სთვის!
მეორე, კიდევ უფრო მძლავრი ნეგატიური შედეგი იყო რევოლუციების შემდეგ ადგილებზე პროქსი-პოლიტიკური მომსახურე ჯგუფების შექმნა, მათი უხვად დაფინანასება და სრული არაკომპეტენტურობა ადგილობრივი თავისებურებების, ხალხის ფსიქოლოგიის,
მათი საუკუნოვანი ფასეულობების უხეში იგნორირებითა
და სრულიად უცხო და მიუღებელი ცხოვრების წესის
დეკლარირებითა და კულტივირებით (ლგბტ, ყალბად
გაგებული “ადამიანის უფლებები”, “თავისუფლებები”
და ა.შ.).
ყველაფერი დანარჩენი აქედან აღმოცენებული და გაჩენილი პრობლემებია!
p.s.
შემდეგი ანალიზი ჩინეთთან იქნება დაკავშირებული.

 

დემურ გიორხელიძე; ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში