აშშ-ში მამა 7 წლის შვილისთვის თმის უნებართვოდ შეჭრისთვის სკოლისგან 1 მილიონ დოლარს ითხოვს

აშშ-ში მცხოვრები მამა, ჯიმი ჰოფმეიერი 7 წლის შვილისთვის (ჯარნი ჰოფმეიერი) თმის უნებართვოდ შეჭრისთვის სკოლისგან $1 მილიონს ითხოვს.

აშშ-ში მამა 7 წლის შვილისთვის თმის უნებართვოდ შეჭრისთვის სკოლისგან 1 მილიონ დოლარს ითხოვს

ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.

ჯიმის თქმით, მარტში შვილს თმა სკოლის ავტობუსში სკოლელმა შეჭრა. მამამ შვილი სტილისტთან წაიყვანა, რათა ვარცხნილობა მოეწესრიგებინა. რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვი სახლში კვლავ შეჭრილი თმით დაბრუნდა, თუმცა ამჯერად, ჯარნის თქმით, თმა არა ბავშვმა, არამედ სკოლის ბიბლიოთეკარმა და მასწავლებლის ასისტენტმა შეჭრეს.

სარჩელის მიხედვით, ინციდენტი ბავშვის უფლებების დარღვევაა, რომელიც რასობრივ ნიადაგზე მოხდა. მამა სკოლისგან კომპენსაციას  $1 მილიონს ითხოვს.

ჯარნის მამა შავკანიანია, დედა კი თეთრკანიანი. სხვა ბრალდებებთან ერთად გოგოს მამა სკოლას შვილის მიმართ რასობრივ დისკრიმინაციაშიც ადანაშაულებს.