ებრაჰიმ რაისი – ირანს ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების განახლება სურს

ირანს სურს, განაახლოს ბირთვული მოლაპარაკებები მსოფლიო ძალებთან, რაც აშშ – ის სანქციების მოხსნას გამოიწვევა, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გახსნით სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ებრაჰიმ რაისი - ირანს ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების განახლება სურს

”ისლამური რესპუბლიკა მოლაპარაკებებს, რომლის საბოლოო შედეგი სასტიკი სანქციების მოხსნაა, სასარგებლოდ მიიჩნევს. აშშ-ის „მაქსიმალური ჩაგვრის“ პოლიტიკა კვლავ გრძელდება. ჩვენ არაფერი გვინდა გარდა იმისა, რაც კანონიერად ჩვენია. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო წესების განხორციელებას. ყველა მხარე უნდა დარჩეს ბირთვული შეთანხმების და გაეროს რეზოლუციის ერთგული პრაქტიკაში,“ აღნიშნა რაისმა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს “არა აქვს სანდოობა ჰეგემონიის განსახორციელებლად”.

“კაპიტოლიუმიდან დაწყებული ქაბულით დამთავრებული ერთი მკაფიო გზავნილი გაეგზავნა მსოფლიოს: შეერთებული შტატების ჰეგემონიურ სისტემას არა აქვს სანდოობა, ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ,” – აღნიშნა რაისმა.

შეგახენებთ, 2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ამჟამად შეწყვეტილია და მხარეებს ჯერჯერობით არ განუცხადებიათ, როდის გაიმართება მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი.