თბილისის მერობის კანდიდატი: მივესალმები მთელ საქართველოს, თბილისს, კავკასიას, მსოფლიოს

თბილისის მერობის კანდიდატი: მივესალმები მთელ საქართველოს, თბილისს, კავკასიას, მსოფლიოს, მივესალმები მშვიდობის დესპანი ქალაქიდან.

თბილისის მერობის კანდიდატი: მივესალმები მთელ საქართველოს, თბილისს, კავკასიას, მსოფლიოს

მივესალმები მთელ საქართველოს, თბილისს, კავკასიას, მსოფლიოს, მივესალმები მშვიდობის დესპანი ქალაქიდან – ამის შესახებ „მშრომელთა სოციალისტური პარტიის“ კანდიდატმა, ევგენი ღვინიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე განაცხადა.

– “ეს ემბლემა, რომელიც ჩემ მაისურზეა, ასახავს იმას, რომ 34 წლის წინ გაერო-მ თბილისი მშვიდობის დესპანად აღიარა“ – განაცხადა ღვინიაშვილმა.

მისი თქმით, იმ ქვეყანაში და ხალხში, სადაც მშვიდობის სული არ ტრიალებს, სიკეთეს ნურავინ ელის.

„აუცილებელია, მშვიდობის სული ტრიალებდეს. ამის გარეშე სიკეთე არ არსებობს“ – განაცხადა ევგენი ღვინიაშვილმა.

წყარო: ptn.ge