“30 წელია ანგრევენ, აღარიბებენ და ძარცვავენ  ქვეყანას, რყვნიან და ამცირებენ ქართველ ხალხს და… ხალხი შეეგუეა ამ დამცირებულ ყოფას!”

ჩემთვის საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება იქნება
მისაღები და არც ძალ-ღონეს დავიშურებ, რომ ჩემი პატარა წვლილი შევიტანო, ვ ი ს ა ც:

"30 წელია ანგრევენ, აღარიბებენ და ძარცვავენ  ქვეყანას, რყვნიან და ამცირებენ ქართველ ხალხს და... ხალხი შეეგუეა ამ დამცირებულ ყოფას!"ქართული სახელმწიფოს განვითარება,
ქართული კულტურის განვითარება,
ქართული ენის დაცვა-შენარჩუნება,
ქართველი ხალხის ნიჭისა და უნარის განვითარება
და მისი ინტელექტუალური დონის ამაღლება
ექნება მიზნად!
ამას კი სჭირდება უმთავრესი:
ქართული სახელმწიფოს უპირველეს სტრატეგიად
განათლებისა და მეცნიერტების განვითარების დასახვა!
როცა ქვეყანაში ცოდნა იწარმოება და
და
საზოგადოებაში ცოდნის დაგროვების ტემპი
შესაბამისია დროისა!
სხვა ყველაფერი – არის ბლეფი და ბნელი ხალხის
ყმური ერთგულება ხელისუფლებებისა,
რომლებიც 30 წელია ანგრევენ საქართველოს,
აღარიბებენ და ძარცვავენ ქვეყანას,
რყვნიან და ამცირებენ ქართველ ხალხს და…
ხალხი შეეგუეა ამ დამცირებულ ყოფას!
ყველა, – განურჩევლად გვარისა და სახელისა, –
ეს თვალებგადმოკარკლული არაფრისმაქნისი ბელადები,
მათ მატარებლებს მოყოლილი და მათი მოთრეული ნაგავი
ხელისუფლებაში,
მექრთამეები, არაფრისმაქნისები, დემაგოგები და
უტიფრები, – საცოდავი, უბადრუკი და ბნელი მხარდამჭერების ჩათვლით, –
ადამიანებად არ მიმაჩნია:
ესენი, – ხელისუფლებებშიც და მათი უბადრუკი მხარდამჭერებიც, სეთურის ბრბოს დამსგავსებულნი, –
საცოდავი სანახავები არიან თავიანთი სახარბითა და ამ ხარბების მონური მორჩილებით!
ვისაც ჩემი პოზიცია არ მოგწონთ და მაინც ამ გზაზე ხართ,
თქვენც კაი ნაგვები ხართ და არანაირი პერსპექტივა
ამ ცხოვრებაში არ გაგაჩნიათ!
შეგიძლიათ არ მომესალმოთ ქუჩაში, –
თქვენნაირი ხალხის ან დამოკიდებულებას ან სალამს
გახვრეტილი შაურის ფასი აქვს.
გასაგებია?!

 

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში