ანგელა მერკელი: გთხოვთ, დაიცვათ საკუთარი თავები და სხვა ადამიანები, აიცერით!

გთხოვთ, დაიცვათ საკუთარი თავები და სხვა ადამიანები, აიცერით,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქვეყანაში ვაქცინაციის ერთკვირიანი კამპანიის დაწყების წინ განაცხადა და მოქალაქეებს კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდა.

ანგელა მერკელი: გთხოვთ, დაიცვათ საკუთარი თავები და სხვა ადამიანები, აიცერით!

– “არასდროს ყოფილა ვაქცინაცია ასეთი იოლი, არასდროს ყოფილა ასეთი სწრაფი. შემოდგომისა და ზამთრის გადასატანად კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა დავარწმუნოთ, აიცრან. გთხოვთ, დაიცვათ საკუთარი თავები და სხვა ადამიანები, აიცერით“ – აღნიშნა მერკელმა.

მისი თქმით, კარგია, რომ გერმანიაში მოსახლეობის 62% უკვე სრულადაა ვაქცინირებული, თუმცა დაინფიცირების შემთხვევები იზრდება ჰოსპიტალიზებული პაციენტების უმრავლესობა არავაქცინირებულია.

გერმანიის მთავრობაში შიშობენ, რომ ვაქცინაციის არსებული მაჩვენებელი არ იქნება საკმარისი „დელტა“ ვარიანტის გავრცელების პირობებში ზამთრის ტალღის აღსაკვეთად. ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო დასაჩქარებლად და უფრო მეტი ადამიანის აცრის მიზნით გერმანიაში დღეიდან ერთკვირიანი კამპანია იწყება, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს უფასოდ აცრა, წინასწარ რეგისტრაციის გარეშე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სალოცავებში, მაღაზიებსა და სპორტულ დაწესებულებებში შეეძლებათ.

გერმანიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსით ინფიცირების 4 მილიონამდე შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 90 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

წყარო: itv.ge