კონკრეტული ადამიანი ქმნის, ოპოზიციის წარმომადგენელი, ოლიგარქი, რომელიც დმანისს აკონტროლებს

თუ ვინმე ჩაიდენს დანაშულს, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მხრიდანაა, ვისი მხარდამჭერია, კანონის წინაშე აგებს პასუხს, მაგრამ რაც შეეხება დმანისს, მაქვს პირადი ინფორმაცია, რომ მდგომარეობა ცოტა სხვაგვარი იყო,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა დმანისში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების დაჭრის ფაქტსა და “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის შვილის დაკავებას.

კონკრეტული ადამიანი ქმნის, ოპოზიციის წარმომადგენელი, ოლიგარქი, რომელიც დმანისს აკონტროლებს

მისივე თქმით, დმანისში ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში სიტუაციის დამძიმება ხდება.

“სანამ გამოძიება ადამიანს არ დაუდგენს ობიექტურად, რომ ის არის დამნაშავე და ამას სასამართლო არ დაადასტურებს, მანამდე არავისზე ვამბობ, რომ დამნაშავეა. დმანისში ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში ხდება სიტუაციის ასე დამძიმება. რატომ ხდება, ეს არის კარგად გამოსაძიებელი. გარდა ამ კონკრეტული ინციდენტისა, შარშანაც ხდებოდა მუდმივად დაძაბულობა და დაძაბულობის კერას ვინ ქმნის, კარგად ვიცი და გამოძიებაც უნდა დაინტერესდეს – კონკრეტული ადამიანი ქმნის, ოპოზიციის წარმომადგენელი, ოლიგარქი, რომელიც დმანისს აკონტროლებს” – განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს.

წყარო: news.ge