აშშ-მა რუსეთთან ევროპისთვის ბრძოლა წააგო

მსოფლიო მედია უხალისოდ იუწყება, რომ გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რომელმაც ყველა წამყვანი ბაზარი მოიცვა, ევროკავშირი საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში მხოლოდ თავისი თავის იმედად უნდა იყოს.
აშშ-მა რუსეთთან ევროპისთვის ბრძოლა წააგო
გათხევადებული „თავისუფლების მოლეკულებით“ დატვირთული ვარსკვლავ-ზოლებიანი ტანკერები — როგორც ავტორიტარული რუსული გაზის ალტერნატივა — არ მოვა. თუ ცნობილი გამოთქმის პრეფრაზირებას მოვახდენთ, ფიქალური რევოლუცია, რომლის აუცილებლობაზეც ჩვენი ამერიკელი მეგობრები გამუდმებით ლაპარაკობენ, გამაყრუებელი გრუხუნით ჩავარდა.
იმისათვის, რომ შექმნილი ვითარების ტრაგიკომიზმი შევაფასოთ, საბაზო ციფრებს მივმართოთ, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სთვის ბრძოლის პირველივე წუთებიდან იყო ცნობილი.
ამერიკული გათხევადებული გაზის გამყიდველებმა ევროპის ბაზრებზე აქტიური შეტევა 2018-2019 წლიდან დაიწყეს. შტატებში გათხევადებული გაზის წარმოება მაშინვე 100 მილიარდით გაიზარდა და 840 მლრდ კუბომეტრს მიაღწია. 2018 წლის შემოდგომამდე ევროპაში აშშ-დან გაზის ექსპორტი სტატისტიკური ცდომილებების დონეზე იყო, მაგრამ სექტემბრიდან დონალდ ტრამპმა პირადი შეხვედრისას ფაქტობრივად აიძულა ჟან-კლოდ იუნკერი (ევროპის კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე), მწვანე შუქი აენთო მიწოდებებისთვის, შესთავაზა რა ექსპორტიორებს უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობები.
შედეგად, მიწოდებების მოცულობა, რომელიც ჯერ კიდევ ივნისში მიზერულ 250 მლნ-ს შეადგენდა, იმავე წლის დეკემბერში მილიარდ-ნახევრამდე გაიზარდა. სწორედ ამ პერიოდზე მოდის პუბლიკაციების ცუნამი სამამულო თუ უცხოურ პრესაში, როდესაც ყველა სახის ექსპერტები და ანალიტიკოსები რუსულ ექსპორტსა და „ჩღდილოეთის ნაკადი-2“-ს უსახელო დასასრულს უწინასწარმეტყველებდა.
იმ მომენტში ისე ჩანდა, რომ ყველაფერი სწორედ ასე იქნებოდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის დეკემბერში ამერიკული გათხევადებული გაზის ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, გადააჭარბა რა 3 მილიარდ კუბომეტრიან ნიშნულს. ამერიკული გათხევადებული გაზის წილმა ევროპულ ბაზარზე 16% შეადგინა, ანუ ერთი წლის განმავლობაში გაორმაგდა. ამერიკული საწვავის გარანტიების მთავარი მიმღებლები იყვნენ დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, პოლონეთი და პორტუგალია.
აქ აუცილებლად უნდა დავაზუსტოთ, რომ საუბარია მხოლოდ გათხევადებულ გაზზე და არა მთლიანად ევროკავშირის მთელ მოხმარებაზე.
მერე კი მსოფლიო არენაზე კორონავირუსი გამოიჭრა და ყველაფერი ჩაკვდა. უკვე 2020 წლის პირველ კვარტალში შეერთებული შტატებიდან მიწოდებები სამჯერ ჩაიძირა და რეკორდულ სიმაღლეებს აღარ დაბრუნებია. და თუ ამერიკული პრესის პუბლიკაციების მშვიდობიან ტონალობას გავითვალისწინებთ, განმეორებითი წარმატებისა ვაშინგტონსაც კი არ სჯერა.
როგორც კი COVID-19-მა ოდნავ შეასუსტა „მახრჩობელა ილეთი“, მსოფლიო ეკონომიკა ენერგიულად შეუდგა წარმოების ტემპების აღდგენას. და აქ მოულოდნელად გაირკვა, რომ პოლიტიკა და დახმარების დაპირება — ეს ერთია, ხოლო თავისუფალი ბაზარი — სულ სხვა. რეკორდული 914 მლრდ კუბომეტრი გათხევადებული გაზი, რომელიც ამერიკულ ბაზრებზე 2020 წელს იყო წარმოებული, ან ქვეყანაში დარჩა, ან აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში გაიგზავნა. იმიტომ რომ ეს უკანასკნელი ყოველთვის პრემიალური იყო, ანუ ბუნებრივ გაზზე ფასები იქ ყოველთვის მაღალი იყო, ხოლო კერძო გამყიდველებს (აშშ, როგორც სახელმწიფო, არ არის დაკავებული ჰათხევადებული გაზის გაყიდვებით) გარანტირებული და მაღალი მოგების მიღება ურჩევნიათ.
ევროპელ პოლიტიკოსებს გეოგრაფიის სასკოლო სახელმძღვანელობის გადაფურცვლით რომ შეეწუხებინათ თავი, შეიტყობდნენ, რომ აზია–წყნარი ოკეანის რეგიონი — 58 ქვეყანაა, რომელთა მოსახლეობის საერთო რაოდენობა 5 მილიარდ კაცზე მეტს შეადგენს. თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ სწორედ იქ მდებარეობს ჩინეთი, რომელსაც ენერგორესურსების ნებისმიერი რაოდენობის „ჩაყლაპვა“ შეუძლია.
International Energy Agency-ს მონაცემებით, პეკინმა მიმდინარე წელს გათხევადებული გაზის შესყიდვები გააორმაგა. სწორედ ამ მიზეზით გაზარდეს მსოფლიოს გაზგამათხევადებელმა ქარხნებმა წარმოება 40%-ით.
ევროკავშირი წელიწდში 394 მლრდ კუბომეტრ გაზს მოიხმარს, ხოლო ჩინეთი — 330 მილიარდს. ამასთან პრაქტიკულად სტატიკურია და ზომიერად იზრდება, ხოლო მეორე სწრაფი ტემპებით იზრდება. არადა ამავე ბირჟებზე კუბომეტრების, გიგაკალორიებისა და ტერმინალური ერთეულებისთვის ინდოელი, სინგაპურელი და იაპონელი მყიდველებიც იბრძვიან.
სწორედ ამიტომ როდესაც ევროპაში ათასი კუბომეტრის საშუალო ფასი მომხმარებლის თვალისა და საფულისთვის სასიამოვნო 320 დოლარზე იყო გაჩერებული, აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში ის 700 დოლარად იყიდებოდა.
გაზი და ისრაელი: როგორ იპოვა ევროპამ რუსეთის კიდევ ერთი
დღეს ამერიკული გამოცემები იუწყებიან, რომ ქვეყნის მიწისქვეშა საცავები, ისევე, როგორც ევროპული, უფრო ცარიელია, ვიდრე ეს გასულ წელს იყო, ხოლო გენერაციაზე ფასები რაკეტის სისწრაფით გარბის ცისკენ, რაც უკვე გარანტირებულად მიგვიყვანს მოსახლებისთვის ელექტროენერგიის საფასურის მკვეთრ გაძვირებამდე.
ვაშინგტონი „გაზპრომს“, აგვარებს რა საშინაო პრობლემებს და აზიაში საკუთარ წილს ინარჩუნებს, კარტ-ბლანშს აძლევს ევროპული ბაზრის დასაპყრობად. მილსადენური მიწოდებების უალტერნატოვობა, რომელსაც ერთადერთს შეუძლია ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტირება და ევროკავშირის ინდუსტრიის აღდგენა, სიტყვით კი არა, ქმედებებით დასტურდება.
შეერთებული შტატები ოთხი წლის განმავლობაში მთელი ძალებით ცდილობდა გამოეგლიჯა ევროპაზე გავლენის ყბადაღებული საგაზო ბერკეტები რუსეთისთვის მხოლოდ იმისთვის, რომ ფინალში ის საზეიმოდ გადაეცა უკან — თანაც წითელი სასაჩუქრე ბაფთით შემკული.
სერგეი სავჩუკი