“ქერათმიანი და ცისფერთვალება ჯიში გადავშენდით” – ნამახვანჰესის ლობისტი

ე. წ. “მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი” გიორგი მარგებაძე ქართულ საზოგადოებას “ფეისბუკის” საშუალებით მოძღვრავს და განათლებას უწუნებს. თავდაპირველად გთავაზობთ ამ ტექსტს, სტილის სრული დაცვით, რომელიც “აიპრესმა” გაავრცელა, შემდეგ კი კომენტარს გაახლებთ:

"ქერათმიანი და ცისფერთვალება ჯიში გადავშენდით" - ნამახვანჰესის ლობისტი

“21-ე საუკუნე და მსოფლიო სადაც ნავთობპროდუქტების მარაგები იწურება, სადაც ყველა მეცნიერი თუ ინოვატორი მიზანმიმართულია მოახდინოს ნებისმიერი შიდა წვის ძრავის ელექტრული ძრავებით ჩანაცვლება, სადაც კრიპტოვალუტის პოპულარობა დღითი დღე იზრდება და პირდაპირ  ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას ნიშნავს, მსოფლიო სადაც ელექტროენერგიის და ნავთობპროდუქტების ტარიფიც წლიდან წლამდე იზრდება მათზე მოთხოვნის და დამოკიდებულების ზრდასთან პარალელურად, მსოფლიო სადაც ყველა ბოლო დროინდელი მაშტაბური ომების მიზანი მხოლოდ ამ რესურსების ხელში ჩაგდება იყო და მომავალშიც ასე იქნება და მსოფლიო, რომელიც მხოლოდ რესურსების მართვის მანიით არის შებყრობილი, ჩვენ ქართველებს ვიღაცამ დაგვაჯერა რომ თურმე ხაჭაპურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება და 10 ევროს სანაცვლოდ ჩოხაში გამოწყობილი მომღიმარ ტურისტთან სურათის გადაღება ჩვენი და ქვეყნის მომავლის ერთადერთი ხსნაა.

სიმწრით მოვიტანეთ ქვეყანა დღევანდელ დღემდე, ქერათმიანი და ცისფერთვალება ჯიში გავშავდით ამდენი ომების და უბედურებების გადამკიდე, მოვიტანეთ ქვეყანა, რომელზეც ვერავინ და ვერასდროს იფიქრებდა, რომ თანამედროვე სამყაროში ელექტროენერგიის ასეთი დიდი რესურსის და ულევი მარაგის პატრონი იქნებოდა.

სანაცვლოდ რას ვაკეთებთ? ვაშენებთ თბოსადგურებს და  ვყიდულობთ გაზს (სახელმწიფო) რომ გვქონდეს დენი, შემდეგ ვყიდულობთ ამ დენს (მოსახლეობა) რომ ისევ ვიყიდოთ გაზი რომ ისევ გვქონდეს დენი და რომ ისევ ვიყიდოთ გაზი და რა მოსდის ჩვენს წყალს? რას შვება? საუკუნეებია მშვიდად მიედინება და მიედინება ზოგი ზღვაში შავში და ზოგიც კასპიაში.

როდემდე ან რისთვის უნდა ვამდიდროთ სხვები, მე არ ვიცი.

ცნობისთვის გაზი გაძვირდება და შესაბამისად გაძვირდება ელექტროენერგიაც (ევროპაში უკვე 1200 $-ს გადააჭარბა პირველად 1000 მ3-ის ფასმა), და ამ მიდგომით 30 წელიწადში ისე მოვისპობით რომ რუსეთთან კი არა, ჩრდილოეთ კორეასთანაც შევალთ ალიანსში ლიჟბი ვინმემ რამე ხორცი გადმოგვიგდოს, ზატო სანაცვლოდ ხაჭაპურს და ჩურჩხელას ვაჭმევთ და ხის ქვეშ ჩრდილში დავასვენებთ. ქსტაწი ვარლამებიც ცოცხლები იქნებიან მაგ დროისთვის, ახლო მომავალზე მაქვს საუბარი და მოესწრებიან.

„წყლის ძალა მოგცეს ღმერთმაო“ იძახდა ძველი ხალხი, ზუსტადაც რომ დღეს გვაქს უამრავი წყალი რომლის დენში გარდაქმნა, დიდ ძალას და პატივისცემას მოგვანიჭებს, ზუსტად დღეს არის გადამწყვეტი მომენტი, ვიყოთ დამოკიდებული თუ გავხდეთ დამოუკიდებელი, ვიყოთ იმპორტიორი თუ გავხდეთ ექსპორტიორი, ვიყოთ ღარიბი თუ გავხდეთ მდიდარი, მივართვათ ჩვენი ხაჭაპური თუ ვჭამოთ მათი ხაჭაპური.

წყალი ძალაა.

ცოდნა ძალაა.

#მეტისინათლე ”

 

– წერს მარგებაძე.

აშკარაა, რომ მცოდნეობაზე და “მეტ სინათლეზე” თავგამოდებული ლობისტი უხერხულობას არ განიცდის, როდესაც ამახინჯებს ქართულ ენას და წერს: “მაშტაბური”, “ლიჟბი”, “ქტაწი”, “გვაქს”, “ყველა… ომების მიზანი”… სინტაქსზე და პუნქტუაციაზე აღარ გამოვედევნებით.

რაც შეეხება არსებით, შინაარსობრივ მხარეს:

ლობისტს ტყუილად ჰგონია, რომ საქართველოს ულევად აქვს წყლის რესურსები. იმისათვის, რომ “ბიტკოინებზე” მოწყურებულ ავანტიურისტებს დავუკმაყოფილოთ ელექტროენერგიის მოთხოვნილება, მთელი საქართველო უნდა დაიტბოროს და, მაშინ, შეიძლება, გვეყოს კიდეც საკუთარი ჰიდრორესურსები. ფასები ენერგიაზე და, მათ შორის, ელექტროენერგიაზე, მსოფლიოში, დიახაც რომ იზრდება, მაგრამ გამოსავალი არის არა მცირე და საშუალო ჰესებით ქვეყნის წარღვნა და არა მდინარეების და ხეობების მეზობელ სახელმწიფოებზე (ან თუნდაც არამეზობელ სახელმწიფოებზე, კერძო კომპანიების შირმის ქვეშ) მიყიდვა, არამედ საქვეყნო ინტერესების განსაზღვრა და კონკრეტული, რაციონალური გათვლები – სახელმწიფოს მხრიდან. 

ასევე აუცილებელია ენერგოიმპორტის დივერსიფიკაცია და მეზობელი აზერბაიჯანისთვის მონოპოლისტის უფლებების წართმევა (გაზის მოწოდებაზე), დამატებითი ალტერნატივების მოძიება რუსეთსა და ირანში. ასევე აუცილებელია საკუთარი სატრანზიტო შესაძლებლობების უკეთესი მართვა, მათ შორის, მეზობლებთან მიმართებით, რომლებიც ჩვენზე არიან ამ მხრივ დამოკიდებულნი.

საკითხს ასეთი მიდგომები სჭირდება და არა უმწიფარის ბოდვა იმის შესახებ, რომ თითქოს ძალიან-ძალიან ქერა და ცისფერთვალებიანი ვიყავით და მერე “გავშავდით”. და თუ ეს ასეა, ყმაწვილო, მაშინ რაღა თურქებზე გინდა რიონის ხეობის მიყიდვა? მოიზიდე ქერა და ცისფერთვალება შვედები, ნორვეგიელები, დანიელები და ისლანდიელები – იქნებ ისევ “გავთეთრდეთ”!

 

“ნიუსფრონტი-საქართველო”