ნატო-ს მომავალი სამიტი 2022 წლის 29-30 ივნისს გაიმართება

ცნობილი გახდა ნატო-ს მადრიდის სამიტის ჩატარების თარიღი, რომელშიც წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2022 წლის 29-30 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდში ვიზიტისას განაცხადა.

ნატო-ს მომავალი სამიტი 2022 წლის 29-30 ივნისს გაიმართება

მისი თქმით, მიმდინარე წლის სამიტზე ბრიუსელში ლიდერებმა დაამტკიცეს ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც უკავშირდება ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებასა და თავდაცვას.

„ჩვენ ვხედავთ სტრატეგიული კონკურენციის ზრდას, რუსეთის გაცილებით მომატებულ აგრესიულ ქცევას და ჩინეთის მიერ ეკონომიკური და სამხედრო ძალის გამოყენებას სხვა ქვეყნების დასაშინებლად“ – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, გუშინ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს სამიტზე, მადრიდში, მომდევნო წელს, მოკავშირეები დაადასტურებენ უკრაინისა და საქართველოსადმი უცვლელ მხარდაჭერას და მათ მომავალ წევრობას ალიანსში.

წყარო: itv.ge