მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 239 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 239 მილიონს გადააჭარბა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 239 მილიონს გადააჭარბა

შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.87 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 216 მილიონს აჭარბებს.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 17.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 45.3 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 33.9 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.

 

“ინტერპრესნიუსი”