“შესაძლოა მე-5 ტალღის საწყის ეტაპზე ვიყოთ” – ტალღები არ მთავრდება

ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ მძიმდება – ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდას ექიმები ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს უკავშირებენ.

"შესაძლოა მე-5 ტალღის საწყის ეტაპზე ვიყოთ" - ტალღები არ მთავრდება

სპეციალისტების პროგნოზით ქვეყანაში შესაძლოა ვირუსის მეხუთე ტალღა მალე დაიწყოს. მედიკოსების განმარტებით რთული ვითარების განმუხტვა მხოლოდ მოსახლეობის სრული იმუნიზაციით იქნება შესაძლებელი.

“პანდემიური სიტუაცია შედარებით გაუარესებულია. წარმოიქმნა ეპიდემიოლოგიური კერები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში და არა მარტო, ამან განაპირობა შემთხვევების გარკვეული ზრდა. არ არის გამორიცხული, რომ მეხუთე ტალღის საწყის ეტაპზე ვიყოთ. რა ფონიც დღეს არის ქვეყანაში, სამწუხაროდ ვაქცინაციის მოცვა არ არის მაღალი, ღონისძიებების დაცვა ისეთი მაღალი ინტენსივობით არ და ვერ ხდება და ინფექციის გავრცელება კვლავ მაღალ მაჩვენებლებზეა. მოსალოდნელია, რომ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდეს თუ ჩვენ ვერ დავიცავთ შესაბამის რეგულაციებს,” – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.

მედიკოსების თქმით, პარალელურად მდგომარეობს ამძიმებს ისიც, რომ ცირკულირებს სეზონური გრიპები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და თვითნებურად კორონავირუსის გამორიცხვა.

 

“რუსთავი2′