13 წლის გოგონასთან, რომლის გაუპატიურების ბრალდებითაც ბაბუა დააკავეს, მუშაობა ფსიქოლოგმა დაიწყო

მოზარდის ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილურობისთვის, პროცესში ფსიქოლოგი ჩაერთო, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ხაშურის მუნიციპალიტეტში, 13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში განუცხადეს.

13 წლის გოგონასთან, რომლის გაუპატიურების ბრალდებითაც ბაბუა დააკავეს, მუშაობა ფსიქოლოგმა დაიწყო

სააგენტოს ინფორმაციით, არასრულწლოვანზე მზრუნველობას ბიოლოგიური ოჯახი ახორციელებს.

“შსს-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ზრუნვის სააგენტო ჩართულია მყისიერად. გარდა საპროცესო წარმომადგენლობისა, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით არასრულწლოვანის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მუშაობს სააგენტოს სოციალური მუშაკი. მოზარდის ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილურობისთვის პროცესში ფსიქოლოგიც ჩაერთო”, – განაცხადეს სააგენტოში.

ცნობისთვის, 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა 53 წლის მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.

 

“რეზონანსი”