ირინა სარიშვილი – მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს ასეთ პარტიებთან …

“ეხლა ვუსმინე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში უშიშროების საბჭოს მდივნის გამოსვლას გადაცემაში “პირველი ხაზი” ტვ პირველზე, სადაც მან 14 ოქტომბრის აქციაზე უარის მიზეზად დაასახელა ის რომ აქცია მიხეილ სააკაშვილის იმ დღესვე განთავისუფლებას ითხოვსო, ამასვე ამბობს მიშაცო, ყალბ მოლოდინს ქმნიან და ამის გამო არ მივალთო.

ირინა სარიშვილი - მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს ასეთ პარტიებთან ...

მიუხედავად სხვადასხვა პოზიციისა, გიგა ბოკერიას უაღრესად ჭკვიან ადამიანად ვთვლიდი ყოველთვის, მაგრამ როგორც ჩანს, როცა თავადვე იცი რომ არ ხარ მართალი და საკუთარი პოზიციის თვითონვე გრცხვენია, აქ ინტელექტი ვეღარ გშველის, უბრალოდ უსუსურ ტყუილს ამბობ და შემდეგ დიდი ტანჯვით ცდილობ იმის ახსნას, რისი ახსნაც შეუძლებელია – აღიარებდე რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და არ მიდიოდე საპროტესტო აქციაზე მისი განთავისუფლების მოთხოვნით …

მე 14 ოქტომბერს მივდივარ აქციაზე, რომლის მოთხოვნაა “თავისუფლება მიშას” და არც ერთი წუთით არ ველი რომ მას ვინმე იმ დღეს გაანთავისუფლებს და არც არავინ ამბობს ან ელის ამას, მიშას ჩათვლით. ამის გარდა 14 ოქტომბერი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელი აქცია, თუ რა ძალასთან ექნება მას საქმე 30 ოქტომბერს არჩევნების შედეგების გაყალბების შემთხვევაში. ეს კი ყველას ინტერესია, ყველასი, ვინც სამართლიანობისთვის იბრძვის და ამ ხელისუფლების შეცვლა უნდა იმის მიუხედავად არის თუ არა ის მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე ან მისი პარტიის ამომრჩეველი.

არავითარი სურვილი არ მაქვს არც გიგა ბოკერიას, არც სხვა პოლიტიკოსების გალანძღვის, ვინც არ უერთდება 14 ოქტომბრის აქციას. უფრო მეტიც, ჩემს ოლქში, მეორე ტურში ერთ-ერთი ასეთი პარტიის მაჟორიტარ კანდიდატს მეორედაც შემოვხაზავ, რადგან მისი კონკურენტი “ოცნების” კანდიდატია. მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს ასეთ პარტიებთან: ჩემზე მეტი რა გაწყენინათ ასეთი მიშამ, შეგავიწროვათ, გდევნათ მისმა ხელისუფლებამ, რა ბოღმა გაქვთ ასეთი, რაც ამ ქვეყნის ინტერესზე მეტია?!

ყველას მოგიწოდებთ, 14 ოტომებრს, 6 საათზე მივიდეთ თავისუფლების მოედანზე და ვაჩვენოთ ამ ბოროტებას, რომ რაც ადრე გასდიოდათ, 30-ში აღარ გაუვათ! უნდა მოვიგოთ!” – წერს სოციალურ ქსელში ირინა სარიშვილი.

წყარო: newposts.ge