კუბილიუსი – ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა კარგი არ არის, ეს არ ხდება ევროპულ ქვეყნებში

ანდრიუს კუბილიუსი: ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა კარგი არ არის, ეს არ ხდება ევროპულ ქვეყნებში.

კუბილიუსი - ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა კარგი არ არის, ეს არ ხდება ევროპულ ქვეყნებში

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა კარგი არ არის და ეს არ ხდება ევროპულ ქვეყნებში. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ცხადყოფს, რომ საქართველოს სჭირდება სამართლებრივი სისტემის რეფორმა.

“ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ნამდვილად კარგი არ გახლავთ. ეს არ ხდება ევროპულ ქვეყნებში, როგორც წესი. თუ არსებობს ბრალდებები რაღაც დანაშაულზე, ეს ბრალდებები უნდა იყოს გამოძიებული ევროპული ტიპის სამართლებრივი სისტემის მიერ. სამწუხაროდ, პრემიერმინისტრის განცხადება ბოლო დროს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იქნება წამოყენებული იმდენი ბრალდება, რამდენიც საჭიროა, რომ ის ციხეში იყოს, ეს ცხადყოფს, რომ საქართველოში ძნელია გქონდეს მოლოდინი ევროპული ტიპის სამართლისა და პოლიტიკური მოტივებით ხდება გადაწყვეტილების მიღება. პრემიერმინისტრის განცხადება არის მიუღებელი. ეს გვანახებს თუ რამდენად სჭირდება საქართველოს სამართლებრივ სისტემას რეფორმა” – განაცხადა კუბილიუსმა ფორმულას ეთერში.

კუბილიუსის თქმით, ღარიბაშვილის განცხადება იმაზე, რომ “თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცევა სხვა მუხლებსაც დაუმატებენ”, ნიშნავს, რომ სასამართლო პოლიტიზირებულია.

– “მე არ ვიცნობ ბრალდებებს, რომელიც მის წინაშე იყო წაყენებული ადრე, მაგრამ ყველა ბრალდება ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს გამოძიებული არაპოლიტიზებული სამართლებრივი სისტემის მიერ. როდესაც სამართლებრივი სისტემა პოლიტიზებულია და პრემიერი აცხადებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ახალ ბრალდებებს წავუყენებთო, ეს ნიშნავს, რომ არსებობს პოლიტიზებული სამართალი და არა სისხლის სამართალი. პოლიტიკური სამართალი გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ” – განაცხადა მან. [ფორმულას თარგმანი]

წყარო: ფორმულა