სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილმა შექმნეს ამოცანა და მოლოდინი, რომ ხვალ უნდა გადაწყდეს ყველაფერი, რომ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი

სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილმა შექმნეს ამოცანა და მოლოდინი, რომ ხვალ უნდა გადაწყდეს ყველაფერი, რომ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი და სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე მეორე ტურში გასვლას აზრი არ აქვს, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია 14 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას.

სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილმა შექმნეს ამოცანა და მოლოდინი, რომ ხვალ უნდა გადაწყდეს ყველაფერი, რომ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი

„სამწუხაროდ, ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით ამ ფიგურებმა, ჩარკვიანმა და ასე შემდეგ – სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილმა, შექმნეს ამოცანა და მოლოდინი, რომ ხვალ უნდა გადაწყდეს ყველაფერი.

აქცია არის კონკრეტული ლიდერის პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომ ის არის მხსნელი, ეს ტაქტიკურად და სტრატეგიულად შეცდომაა. როდესაც ასეთი არაზუსტი ამოცანაა და არ ვიცი, რას აპირებენ და როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, ამიტომ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე“, – განაცხადა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას 14 ოქტომბერს გეგმავს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას არ უერთდება.

 

“იმედინიუსი”