ბილ გეითსის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი 300 სტუმრით

ბილ გეითსის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი 300 სტუმრით – ტორტი, კაბა და 16-მილიონიან ფერმაში გამართული წვეულების დეტალები.

ბილ გეითსის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი 300 სტუმრით

“მაიკროსოფტის” დამფუძნებლის და ასევე მსოფლიოში ვაქცინაციის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ბილ გეითსის ქალიშვილი, 25 წლის ჯენიფერ გეითსი დაქორწინდა.

როგორც “ნიუ იორკ პოსტი” წერს, ქორწილის ცერემონია 16 ოქტომბერს, გეითსების 16 მილიონ დოლარად შეფასებულ ვესტჩესტერის ფერმაში შედგა. ეს ქონება ბილმა შვილს სტენფორდის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გადასცა. მედიის ცნობით, ჯენიფერ გეითსა და მის რჩეულს, ნაიელ ნასარს წინა დღეს, მედიისგან ფარულად, მუსლიმური წესითაც გადაუხდიათ ქორწილი. პატარძალს ვერა ვანგის მიერ სპეციალურად მისთვის შეკერილი თეთრი კაბა ეცვა, რომლის ზედა ნაწილიც მაქმანებით იყო გაფორმებული. ქორწილს 300 სტუმარი ესწრებოდა. როგორც Fox Business იუწყება, ქორწილისთვის სულ მცირე, 2 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

წყარო: ინტერნეტი