გიორგი მარგველაშვილი: მე შემოვხაზავ ოპოზიციას …

მე, როგორც თბილისის მოქალაქეს, არჩევანი არ მაქვს მესამე პარტიასთან მიმართებით. მე მაქვს კონკრეტული არჩევანი – კალაძე და მელია.

გიორგი მარგველაშვილი: მე შემოვხაზავ ოპოზიციას ...

რა გავაკეთო, უარი ვთქვა ჩემს მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე და არ მივიდე არჩევნებზე? მივიდე გაბრაზებული, ბიულეტენი დავხიო, ან შიგნით რამე სასაცილო დავწერო იმ იმედით, რომ მეორე დღეს მედიაში აჩვენებენ ამ ბიულეტენს? თუ მივიდე და გავაკეთო არჩევანი? მე შემოვხაზავ ოპოზიციას. რთულია ჩემთვის ჩემი ბიოგრაფიით შემოვხაზო ის პოლიტიკური ძალა, რომელთანაც დაპირისპირებული ვარ 2003 წლიდან, მაგრამ მე იმ პოლიტიკურ ძალას არ ვხაზავ, მე ვხაზავ ოპოზიციას. მე შემოვხაზავ ოპოზიციას, იმიტომ, რომ მე ვიცი, დღევანდელ რეალობაში იმ მითვისებას, იმ ქურდობას, იმ თაღლითობას, იმ თავზეხელაღებულ გარყვნილებას, რომელიც ტრიალებს ხელისუფლებაში და რომელსაც აღარავინ არ აჩერებს, პირიქით, უბიძგებენ, მიდით, ჭამეთ მეტი, რამდენიც შეგიძლიათ, ეს ხალხის ფული, ამას ვერ გავაჩერებ მე, თუ არ გავაძლიერე ოპოზიცია. დღეს ერთად, ხვალ ცალ-ცალკე, ასეთი ფორმულით ვუყურებ – განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ფორმულას” ეთერში.

წყარო: ptn.ge