თბილისში საცხოვრებელი ქონების გაყიდვები პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით 9%-ით არის შემცირებული

თბილისში საცხოვრებელი ქონების გაყიდვები პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით 9%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ, „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

თბილისში საცხოვრებელი ქონების გაყიდვები პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით 9%-ით არის შემცირებული

კერძოდ, კვლევის მიხედვით, 1-9 ოქტომბრის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები 2019 წლის დონეს 9%-ით ჩამორჩება.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 1-12 ოქტომბრის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა შენელდა და 2019 წელთან შედარებით 33% შეადგინა.