დმიტრი პესკოვი: საშიში არაფერია იმაში, თუ ნატოსთან ურთიერთობაზე უარს ვიტყვით

რუსეთი ყოველთვის ემხრობოდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობების გაღრმავებას, მიუხედავად ბლოკის აგრესიისა, მაგრამ ყველა ძალისხმევა ამაო აღმოჩნდა და მოსკოვმა უარი თქვა ნატოსთან თანამშრომლობაზე. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დმიტრი პესკოვი: საშიში არაფერია იმაში, თუ ნატოსთან ურთიერთობაზე უარს ვიტყვით

„აქ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ ბლოკის აგრესიის მიუხედავად, რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა ურთიერთობათა განვითარებისთვის. მხოლოდ ახლა, როდესაც აშკარა გახდა, რომ ჩვენი ყველა მცდელობა ამაოა, ჩვენ, უბრალოდ, ოფიციალური გავხადეთ ის, რაც რეალური იყო“ – განაცხადა პესკოვმა რუსულ ტელეარხთან „რასია 1“ – თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ნატო რუსეთს თავის მოწინააღმდეგედ მიიჩნევს, ამიტომ, ორგანიზაციასთან ურთიერთობაზე უარის თქმაში საშიში არაფერია.

„ვერავითარი მშვიდობისმოყვარე განცხადებები, ვერავითარი “კომუფლიაჟი” ნატოს ამ აგრესიული მიმართულებისა, ვერ დაფარავს ამ ბლოკის ჭეშმარიტ დანიშნულებას. ეს არის აგრესიული ბლოკი, რომელიც ჩვენ მოწინააღმდეგედ მიგვიჩნევს. ამიტომ, საშიში არაფერი მოხდება, თუკი ჩვენ, აგრესიულობის გამძაფრების ფონზე, ასევე ისეთი განცხადებების ფონზე, რომ მთავარი მიზანია რუსეთის შეკავება, უბრალოდ უარს ვიტყვით ამ ურთიერთობებზე“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა.

წყარო: itv.ge