ჯოელ სოუზა, რომელიც ალეკ ბოლდუინმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, განცხადებას ავრცელებს

აღშფოთებული ვარ ჩემი მეგობრისა და კოლეგის, ჰალინას დაკარგვით. ის იყო კეთილი, ენერგიული, წარმოუდგენლად ნიჭიერი. ყოველთვის მიბიძგებდა, რომ უკეთესი ვყოფილიყავი, – ამის შესახებ კინორეჟისორმა ჯოელ სოუზა ფილმის გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ პირველ კომენტარში განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯოელ სოუზა, რომელიც ალეკ ბოლდუინმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, განცხადებას ავრცელებს

კინორეჟისორი ჯოელ სოუზა ამბობს, რომ ის შეძრწუნებულია მისი მეგობრისა ჰალინა ჰაჩინსის დაკარგვით. ეს რეჟისორის პირველი განცხადებაა ნიუ-მექსიკოში ფილმის გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღით მომხდარი შემთხვევის შემდეგ.

კინორეჟისორმა სოუზამ ადამიანებს “სიყვარულის გამოხატვისთვის“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მის მეუღლესა და შვილებს, ასევე იმ ადამიანებს უსამძიმრებს, რომლებიც ჰალინას იცნობდნენ.

“ჩემი ფიქრები მისი ოჯახისკენაა მიმართული. მადლობელი ვარ ჩვენი კინემატოგრაფთა საზოგადოების, სანტა ფეის ხალხისა და ასობით უცნობი ადამიანის, იმ სიყვარულის გამო, რაც მათ გამოიჩინეს. ეს აუცილებლად დამეხმარება გამოჯანმრთელებაში” – აღნიშნა სოუზამ.

შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი – დაიჭრა. როგორც ცნობილი გახდა იარაღი, რომლიდანაც ალეკ ბოლდუინმა გაისროლა, მსახიობს რეჟისორის ასისტენტმა გადასაღებ მოედანზე მიაწოდა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო.

საქმესთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებიათ.

წყარო: ptn.ge