ავღანეთში, უკიდურესად გაჭირვებულმა ოჯახმა ჩვილი 500 დოლარად გაყიდა, რათა სხვა შვილები გამოეკვება

ავღანეთში, ოჯახმა, რომელიც, სხვა მრავალი ოჯახის მსგავსად, უკიდურეს გაჭირვებაშია, თვეების შვილი გაყიდა, – ამის შესახებ BBC წერს.

ავღანეთში, უკიდურესად გაჭირვებულმა ოჯახმა ჩვილი 500 დოლარად გაყიდა, რათა სხვა შვილები გამოეკვება

„ჩემი ყველა შვილი შიმშილით კვდებოდა. იძულებულები ვიყავით, ჩემი ერთი ქალიშვილი გაგვეყიდა. როგორ შეიძლება, ახლა თავს ცუდად არ ვგრძნობდე? ის ხომ ჩემი შვილია. ნეტავ, ამ მდგომარეობაში არ აღმოვჩენილიყავი“, – ამბობს ბავშვის დედა, რომლის ვინაობასაც მედია არ ასაჯაროებს.

ჩვილის მამა ჰყვება, რომ სახლში ზეთიც კი არ აქვთ, რომ ბავშვებს საკვები მოუმზადონ. კაცი ნაგავში ეძებს საკვებს.

გოგო იყიდა კაცმა, რომელიც მის ოჯახიდან წაყვანას მას შემდეგ გეგმავს, რაც სიარულს ისწავლის.

​კიდევ ერთი ავღანელი ბავშვის, 6 თვის უსმანის დედა საკუთარი ოჯახის უკიდურეს გაჭირვებაზე ჰყვება. მისი სამივე მცირეწლოვანი შვილი, შიმშილის გამო, საავადმყოფოშია. უსმანი იმის ნახევარსაც არ იწონის, რასაც მისი ასაკის ბავშვები უნდა იწონიდნენ.

„მხოლოდ უფალმა იცის, რაც ვგრძნობ, როცა მას ვუყურებ. ჩემი კიდევ ორი შვილია სიკვდილის პირას, იმის გამო, რომ არ გვაქვს ფული. მინდა, მსოფლიო დაეხმაროს ავღანელ ხალხს. არ მინდა, სხვა მშობლებმაც გამოსცადონ იგივე“, – ამბობს ქალი.

ავღანეთში, სულ მცირე, მილიონი ბავშვია სიკვდილის საფრთხის წინაშე. მიზეზი შიმშილია.

6 თვის უსმანი

ავღანეთში, უკიდურესად გაჭირვებულმა ოჯახმა ჩვილი 500 დოლარად გაყიდა, რათა სხვა შვილები გამოეკვება