“უკვე მერამდენე დაპირებაა ღარიბაშვილის, რომ ნაცები დასრულდებიან?! ჩემი მწამებელი პროკურორი გიორგი ხიზანაიძე დღესაც თანამდებობაზეა!” – შოთა აფხაიძე

ამჟამად მოსკოვში მოღვაწე ქართველმა პოლიტოლოგმა შოთა აფხაიძემ, რომელიც 2010-2012 წლებში სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი იყო, “ალტ ინფოს” ეთერში გაკვირვება გამოხატა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის გაუთავებელი დაპირების გამო იმის თაობაზე, რომ “ნაცები დასრულდებიან”. შოთა აფხაიძე სვამს კონკრეტულ შეკითხვას, ასახელებს კონკრეტულ პირს: თუკი პოლიტპატიმრებს სააკაშვილის დროს გვაწამდბდნენ და ამ უსამართლობას მაშინდელი პროკურატურა ხელს უწყობდა, მაშ, რატომ ჰყავთ “ოცნების” ხელისუფალთ მწამებელი “ნაცები” ძალოვან სტრუქტურებში, კერძოდ, პროკურორი გიორგი ხიზანაიძე?! მართლაც, საინტერესოა, რა პასუხს გასცემდა ირაკლი ღარიბაშვილი თავის ყოფილ თანაკურსელს – შოთა აფხაიძეს, პროკურორ გიორგი ხიზანაიძესთან დაკავშირებით?!

იხილეთ ვიდეოჩანაწერი:

"უკვე მერამდენე დაპირებაა ღარიბაშვილის, რომ ნაცები დასრულდებიან?! ჩემი მწამებელი პროკურორი გიორგი ხიზანაიძე დღესაც თანამდებობაზეა!" - შოთა აფხაიძე