„მამა თეოლოგი კორონავირუსით გარდაიცვალა, მისი ძმა სიკვდილს ებრძვის“ – მღვდელ-მონაზონი იერონიმე

თესალონიკის სამიტროპოლიტოს მღვდელმსახური, მამა თეოლოგი 46 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა, მისი ძმა კი, ასევე არქიმანდრიტი, ინფიცირებულია და საავადმყოფოში მკურნალობს.

„მამა თეოლოგი კორონავირუსით გარდაიცვალა, მისი ძმა სიკვდილს ებრძვის“ - მღვდელ-მონაზონი იერონიმე

ამის შესახებ ინფორმაციას მღვდელ-მონაზონი იერონიმე სოციალური ქსელით ავრცელებს.

„ძალიან სამწუხარო ამბავი… 46 წლის ასაკში, კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა ჩვენი ძმა და თანამწირველი ქრისტეში, არქიმანდრიტი თეოლოგი, თესალონიკის სამიტროპოლიტოს მღვდელმსახური.

სამწუხაროდ, მამა თეოლოგი არ იყო აცრილი და საავადმყოფოში მკურნალობაზეც მკაცრი უარი განაცხადა, გუშინ დილით კი ღვთივგანისვენა. ღმერთმა აცხონოს მისი სული. პ.ს. მისი ძმა, ასევე არქიმანდრიტი ამ წუთებშიც სიკვდილს ებრძვის…“, – წერს მამა იერონიმე.