მერაბ ინასარიძე გორში წითელ ოქროს აწარმოებს – “1 გრამი შაფრანი უცხოეთში 10 დოლარი ღირს”

ფერმერი მერაბ ინასარიძე გორში „წითელ ოქროდ“ წოდებულ სანელებელს – შაფრანს 6 წელია აწარმოებს.

მერაბ ინასარიძე გორში წითელ ოქროს აწარმოებს – “1 გრამი შაფრანი უცხოეთში 10 დოლარი ღირს”

როგორც მეწარმე bm.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, წელს შაფრანის ბაღი გააფართოვა და თუ აქამდე სულ რაღაც 750 გრამის მოსავალს იღებდა, მალე 2 კილოგრამამდე აიღებს, მომდევნო წლებში კი მოსავალი 6 კილოგრამამდე გაიზრდება.

მისივე თქმით, საქართველოში შაფრანის წარმოებას დიდი პერსპექტივა აქვს და ფერმერებშიც ინტერესი თანდათან იზრდება.

„შაფრანის შესახებ გერმანელი მეგობრისგან შევიტყე; საერთაშორისო ბაზარზე, განსაკუთრებით ირანში ეს ძალიან პოპულარული პროდუქტია; საქართველოში, ჯერჯერობით, შაფრანის ბაღები პოპულარობით არ სარგებლობს, თუმცა ინტერესი თანდათან იზრდება. ჩემი მოსავლის მაქსიმალური რაოდენობა 1.500 კვ/მ-ზე 750 გრამი იყო, თუმცა ახლა ბაღი 7.000 კვ/მ-მდე გავზარდე და მოსავლის მოცულობაც, საბოლოოდ, 6 კილოგრამამდე ავა. პროდუქტის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ვახდენ. ძირითადი საექსპორტო მიმართულებები გერმანია და შვეიცარიაა.

რაც შეეხება შაფრანის ფასს, 1 გრამს საერთაშორისო ბაზარზე $10-ად ვყიდი, საქართველოში კი მისი ფასი $5-ია“, – განმარტავს ფერმერი.

ბიემჯი