„ქმარმა მიჩივლა… გა­მიმ­წა­რა მთე­ლი სტუ­დენ­ტო­ბაო“ – რას ჰყვება ნინო ბურჯანაძე?

პო­ლი­ტი­კო­სი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, “მთა­ვა­რი არ­ხის” ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში მხო­ლოდ ლე­ლას­თან, სტუ­დენ­ტო­ბი­სა და შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს. ბურ­ჯა­ნა­ძის თქმით, სტუ­დენ­ტო­ბის დროს, ყო­ველ სა­ღა­მოს 9:00 სა­ათ­ზე უკვე სახ­ლში იყო ხოლ­მე.

„ქმარმა მიჩივლა... გა­მიმ­წა­რა მთე­ლი სტუ­დენ­ტო­ბაო“ - რას ჰყვება ნინო ბურჯანაძე?

კი­თხვა­ზე, თუ რო­გორ იქ­ცე­ო­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, ის ასე პა­სუ­ხობს:

“რო­გორც ჩემი ქმა­რი ამ­ბობს, ვიქ­ცე­ო­დი ძა­ლი­ან ცუ­დად და რა­ღაც პე­რი­ო­დის წინ, მი­ჩივ­ლა შვი­ლებ­თან, გა­მიმ­წა­რა მთე­ლი სტუ­დენ­ტო­ბაო, კი­ნო­ში არ წა­მომ­ყვაო, არ­სად არ წა­მომ­ყვაო, არ შე­მარ­გოო შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დიო.

სულ გვახ­სენ­დე­ბა ხოლ­მე, დამ­პა­ტი­ჟა კა­ლათ­ბურთზე, მე წა­ვიყ­ვა­ნე ჩემი ახ­ლობ­ლის შვი­ლი, რო­მე­ლიც ჩემ­ზე შვი­დი წლით პა­ტა­რაა და ჩა­ვის­ვი შუ­ა­ში. სახ­ლში რომ მომ­ყავ­და ჩემი ახ­ლობ­ლის შვი­ლი, მკი­თხრა, რომ შენ მაგ ბიჭს უყ­ვარ­ხა­რო.

დღემ­დე მა­ძა­ხებს, არ შე­მარ­გო შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბაო. ეს გაგ­რძელ­და ორ წელ­ზე მეტი. ამა­ზე ჩემი შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან ხა­ლი­სო­ბენ და ცოტა ირო­ნი­უ­ლა­დაც კი უყუ­რე­ბენ”, – ამ­ბობს ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე.