გერმანიის ელჩის პასუხი მისი და მისი მეუღლის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე

გერმანიის ელჩის პასუხი მისი და მისი მეუღლის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე.

გერმანიის ელჩის პასუხი მისი და მისი მეუღლის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე

გერმანიის ელჩი საქართველოშო ჰუბერტ ქნიში კომენტარს აკეთებს გერმანულ მედიაგამოცემა “Bild”-ში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც მას და მის მეუღლეს ეხება:

“ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემ საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემ საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენ კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის.

რაც შეეხება ჩემ მეუღლეს ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტიურობით.”– აცხადებს ჰუბერტ ქნირში, რომლის კომენტარსაც გერმანიის საელჩოს ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, გერმანულმა გამოცემა “Bild”-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც “ქართული ოცნების” მიმართ ელჩის კეთილგანწყობისა და ბიძინა ივანიშვილთან მისი მეუღლის კავშირებზეა საუბარი, ივანიშვილთან კავშირში იგულისხმება ის, რომ გერმანიის ელჩის მეუღლე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობს.

წყარო: newposts.ge