ვის აქვს უფლება, ამ პიროვნების პრეზიდენტად ყოფნის ვადაზე იმსჯელოს, თუ არა რუსეთში მცხოვრებ ხალხს?

„ცივი ომის“ შემდეგ არასდროს ყოფილა მსოფლიო „ცხელი ომის“ საფრთხის წინაშე, როგორც დღეს. გამომწვევი მიზეზები ამისა არაერთია და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა ზოგიერთის დასახელება მოგვიწევს — მთავარის იმ არაერთისგან, ასერიგად რომ ამყოფებს კაცობრიობას მუდმივ შიშში, დაძაბულობაში, ნერვიულობაში.

ვის აქვს უფლება, ამ პიროვნების პრეზიდენტად ყოფნის ვადაზე იმსჯელოს, თუ არა რუსეთში მცხოვრებ ხალხს?

უპირველესად, ეს დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირებაა, კონკრეტულად აშშ-ს, მისი  მოკავშირე ნატოს ქვეყნების და რუსეთის, მილიტარისტული ენით რომ ვთქვათ, ევროპის საბრძოლო მოქმედების თეატრზე.

მეორე — აშშ-ს, მისი მოკავშირე იაპონიის, სამხრეთ კორეის, ახლა კი ავსტრალიის (ახალი ალიანსის მიხედვით), დიდი ბრიტანეთის, ირიბად ნატოს წევრი ქვეყნების და ჩინეთის. მეორე დაპირისპირებაში რუსეთიც მოიაზრება, მაგრამ პირველი ჩინეთია — აშშ-ს სტრატეგიული მოწინააღმდეგე, ძირითადად ეკონომიკური, ბოლო წლებში კი სამხედრო მშენებლობის თვალსაზრისითაც.

აშშ-მ, კაპიტალიზმის, იმპერიალიზმის აკვანმა, ისეთი რყევები განიცადა, აკვანში მწოლიარე ხანდაზმულ „ჩვილს“ ძილიც დაუფრთხო და მოსვენებაც. ჩინური ეკონომიკური სუნთქვა კეფაში ხვდება, ყურებს უყრუებს და ხმაამოუღებლად ეუბნება — წავიდა შენი დრო, ახლა ჩემი დრო დგებაო. ანუ გვერდზე გადექ კაპიტალიზმო და გზა დაუთმე ჩინური სპეციფიკის სოციალიზმს.

თანამედროვე რუსეთიც კაპიტალისტურია, თავისუფალი ბაზრის მიმდევარი, ათასობით მილიონერ-მილიარდერით, ისე, როგორც ჩინეთი, თუმცა ჩინელ მილიარდერთა რაოდენობა რახანია გაუტოლდა ამერიკისას. რუსულ-ჩინური კაპიტალიზმი იგივეა, როგორიც ამერიკული, თუმცა განსხვავება არის — მას სახელმწიფო კონტროლი ჰქვია.

ჩინეთში, ისე, როგორც საბჭოთა კავშირში იყო, ქვეყნის წარმმართველი ძალა კომუნისტური პარტიაა, რომელსაც პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტოქე არ ჰყავს სხვა პარტიის, პარტიების სახით. ჩინეთი ერთპარტიული ქვეყანაა, სხვათა შორის, როგორც აშშ-ი.

ამ უკანასკნელში მრავალი პარტიაა, მაგრამ თეთრი სახლისა და კონგრესისთვის მხოლოდ ორი, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები იბრძვიან. ამ ორსაც ერთიდაიგივე პოლიტიკური პლატფორმა, საშინაო და საგარეო ცხოვრებისადმი იდენტური დამოკიდებულება აქვთ, რაც ხშირად არათუ უცხოელ, არამედ ამერიკელ მავანს საგონებელში აგდებს, ვინაიდან განსხვავება მათში ვერ უპოვია.

მორიგეობით, ეს პარტიები ცვლიან ერთმანეთს პოლიტიკური ღერძის შეუცვლელად. ამ როტაციას ისინი დემოკრატიას არქმევენ და ლანძღავენ ყველას, განსაკუთრებით ჩინეთს არაპლურალისტული პოლიტიკური ცხოვრებისთვის.

ისინი რუსეთსაც ლანძღავენ, ქვეყანას, სადაც ბოლო არჩევნების შედეგად პარლამენტში, ანუ დუმაში 5 სხვადასხვა პარტიაა, მათ შორის 4 ოპოზიციური.

რას ერჩიან რუსეთს?

იმას, რომ ამ ოთხეულში აშშ-ს მიერ დაფინანსებული და აშშ-ს იდეოლოგიის გამტარებელი არც ერთი პარტია არ არის, ყველა რუსული ორიენტაციისაა. და რახან ასეა, ამერიკელთა აზრით, რუსეთი ტოტალიტარული, არამრავალპარტიული ქვეყანაა, რომელსაც ერთი პირი მართავს. ეს პუტინია, რუსეთის პრეზიდენტი.

ზემოთ აღვნიშნე აშშ—რუსეთის და აშშ—ჩინეთის დაპირისპირების ორი მთავარი საკითხი, მაგრამ არ მიხსენებია მესამე — რუსეთის პრეზიდენტის თემა, ვინაიდან ნებისმიერ ჭკუათმყოფელ ადამიანში უბრალო კითხვას გააჩენს — რას ნიშნავს რუსეთის პრეზიდენტის თემა? რა შუაშია ამ თემასთან აშშ-ი ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა? ან ვინ ჰკითხავს სხვას, იმსჯელოს რუსეთის კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობაზე?

პატივმცემულო მკითხველო, ამერიკელები რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კი არ მსჯელობენ, არამედ ამ თანამდებობის მქონე ადამიანზე, გვარად პუტინზე. და მერე ვის აქვს უფლება, ამ პიროვნების პრეზიდენტად ყოფნის ვადაზე იმსჯელოს, თუ არა რუსეთში მცხოვრებ ხალხს?

მხოლოდ მას და არა სხვას, მით უმეტეს რუსეთიდან 12000 კილომეტრით დაშორებული ქვეყნის კონგრესს!!! რა უფლება აქვს აშშ-ს კონგრესს მიუთითოს, თუ რუსი ხალხი 2024 წელს პრეზიდენტად ისევ პუტინს აირჩევს, აშშ-ს კონგრესი მას არ ჩათვლის სამართლიან პრეზიდენტად — ლეგიტიმურად.

ვაშა! გენიალური მიგნებაა — არ ჩათვალო გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნის, ბირთვული სახელმწიფოს, მსოფლიო ტერიტორიის ერთი მეექვსედის მფლობელის, მსოფლიო ეკონომიკაში 37%-იანი წვლილის მქონე ქვეყნის, რუსეთის მოსახლეობის მიერ არჩეულის პრეზიდენტობა ლეგიტიმურად მართლაცდა გენიალური იდიოტიზმია, თუ იდიოტიზმს გენიალური შეიძლება ეწოდოს.

რა გაეწყობა, იმ კონგრესმენებს, რომლებმაც კონგრესში განსახივლელად შეიტანეს კანონპროექტი ასეთი შინაარსისა, აუცილებლად უნდა ვუწოდოთ დეგენერატები და რატომ? იმიტომ, რომ თუ მისმა კოლეგა კონგრესმენებმა გაიზიარეს ამ ორის დეგენერატიზმი და რეზოლუციაც მიიღეს, რუსეთის მაგალითს სხვა ქვეყნების მიმართაც აამოქმედებენ და აი მაშინ ნახეთ რამდენი ქვეყანა გაივაზელინებს თავს!!!

კი არ შეებრძოლება (ამის შანსიც არ აქვთ, განსაკუთრებით ყმადგცეულ ევროკავშირის ქვეყნებს), ვაზელინს მოიმარაგებს თავის გასაპოღად ამერიკის კონგრესის გათუნთულებული დუმებისთვის.

მაგრამ 2 კონგრესმენის გულისწადილში არის რამე ახალი?

არა, მეგობრებო! წინა სტატიაში აღვნიშნე, რომ ობამას ადმინისტრაციაში, ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მყოფმა ბაიდენმა, ამჯერად აშშ-ს პრეზიდენტმა, მოსკოვში ვიზიტის დროს  რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი პუტინი გააფრთხილა — არ გაბედო რუსეთის პრეზიდენტობისთვის კენჭისყრაო.

წარმოიდგინეთ, პუტინს რომ ბაიდენის გაფრთხილება გაეზიარებინა, რა იქნებოდა?

ლიბერალი მედვედევი, რომელსაც აშშ-ი უჭერდა მხარს, გააგრძელებდა პრეზიდენტობას, რასაც გორბაჩოვისეული ხანის რეანიმაცია მოჰყვებოდა და ამერიკელთა გასახარად, რუსეთი იქნებოდა ისეთივე მონურ პოზიციაში, როგორშიც ელცინის დროს იყო.

პუტინი, ის პრეზიდენტია, რომელიც ქედს არ უხრის აშშ-ს, ნატოს. მკაცრად აკრიტიკებს მათ პოლიტიკას და თვლის, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ მსოფლიო მშვიდობის შესარყევად, რუსეთის დასაჩაგვრად, რუსეთის პოზიციების შესარყევად, რუსეთის დასაქუცმაცებლად და მისი სიმდიდრეების ხელში ჩასაგდებად.

პუტინმა მოახერხა რუსეთის სამხედრო ძლიერების აშშ-ს გატოლება, ზებგერით იარაღში უპირატესობის მოპოვება. ელცინისეული რუსეთის — დაჩოქილის, დაჩაჩანაკებულის ფეხზე წამოყენება და აშშ-ს ისეთი მეტოქეობის გაწევა, აშშ-ი სიზმარშიც რომ ვერ იხილავდა.

პუტინის მსგავსი მეტოქე აშშ-ს სტალინის შემდეგ არ ჰყოლია. მართალია, ამ ორს შორის სტალინის პოზიცია გაცილებით მყარია, ის უნიკალურია, მსოფლიოს ისტორიის მოვლენაა, განუმეორებელი, შეუდარებელი, მაგრამ პუტინიც ხელწამოსაკრავი პოლიტიკოსი არ არის. ის დღევანდელ მსოფლიოს პოლიტიკოსთა შორის ყველაზე გამოცდილი, თავდაჯერებული, განსწავლული პიროვნებაა. ასეთთან ძნელია ურთიერთობა, ვინაიდან მან იცის რა უნდა. მან იცის, რომ მისი ქვეყანა, მსოფლიოს ყველაზე დიდი ტერიტორიის მფლობელი, სათანადოდ დაფასებული უნდა იყოს. მას არვინ უნდა წიხლავდეს, აუგად მოიხსენიებდეს, პრობლემებს უქმნიდეს .

პუტინი სიტყვის კაცია, რითაც განსხვავდება ყველა დასავლელი სახელმწიფოს მეთაურისგან. პუტინს არ უყვარს, როდესაც მისი დასავლელი თუ აღმოსავლელი კოლეგები პირობას არ ასრულებენ. ამიტომ ის ვერ ეგუება დასავლელი პარტნიორების მიერ დაპირების შეუსრულებლობას, რომელმაც ახალ „ცივ ომამდე“ მიიყვანა მსოფლიო. მხედველობაში მაქვს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და ლამის რუსეთის მსხვილ ქალაქებამდე მისვლა.

დაასახელეთ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც ესოდენ მჭიდროდ აქვს შემოკვრული მტრულად განწყობილი ქვეყნების სამხედრო ბლოკი და თავს არხეინად გრძნობდეს, რეაქციას არ აკეთებდეს. საინტერესოა, რას მოიმოქმედებდა აშშ-ი კარიბის ზღვში რუსეთს, ჩინეთს, ირანს, ჩრდილო კორეას, კუბას, ვენესუელას, ნიკარაგუას მუდმივი სამხედრო-საზღვაო მანევრები მოეწყოთ ისეთი, როგორიც შავ ზღვაში აშშ-ა, მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა, მათზე მიტმასნილმა უკრაინა-საქართველომ მოაწყვეს?

პუტინის რუსეთი, აკადემიური სიმშვიდით, ოღონდ ფხიზლად უყურებს დასავლურ თავხედობას — შეიარაღებულ კონფლიქტამდე მისულს, იარაღის სამიზნედან. დავუშვათ, ერთხელაც რაღაც ადამიანური მოხდა რუს სამხედროში  და აკადემიური თავშეკავებულობა დაარღვია, რა მოჰყვება ამას?

შავ ზღვაში მცურავი ამერიკული სამხედრო გემების ჩაძირვა, საპასუხო ზალპი, როგორც ზღვიდან, ისე ჰაერიდან. ჰაერიდან, სადაც აშშ-ს სტრატეგიული ბირთვულიარაღიანი მძიმე ბობმდამშენები დაფრინავენ.

აშშ-ს პროპაგანდით გამოთაყვანებული უკრაინელი მზადაა თავისსავე სისხლსა და ხორცს ყელი გამოჭრას არა მარტო დონბასში, არამედ უკრაინის საზღვრებს გარეთ, რუსეთის ტერიტორიაზე. აშშ-ა „ახალი უკრაინელი“ გამოიყვანა — ფაშიზმით გაჟღენთილი, რუსეთის სისხლის დალევის მსურველი, ჭკვიანისგან განსხვავებით, ერთობ უტვინო რობოტი, რომლისთვის აშშ-ს ადმინისტრაციის ერთი მოწოდებაც საკმარისი იქნება, რუსთან შესაჭიდებლად.

კოლექტიური დასავლეთი — ენერგეტიკულ-ეკონომიკურ კრიზისში მოქცეული, „რუსული საფრთხით“ ცდილობს საკუთარი პრობლემების გადაფარვას — ჩვენ არ დავუშვებთ, რომ აგრესორმა პუტინმა დემოკრატიულ უკრაინას ავნოსო.

დასავლეთმა, უპირველესად აშშ-მ, ფაშისტური უკრაინა დემოკრატად მონათლა და ყველა ელექტრონული და ბეჭდური მედიიდან მსოფლიო გამოაყრუა პუტინის მგლობის და ზელენსკის კრავობის ზღაპრით.

აშშ-ს მედიაში პუტინის „პოპულარობა“ (ცხადია ლანძღვა-გინებით) რომ ჰქონოდა, ნებისმიერ ამერიკელ პოლიტიკოსს, არაერთხელ მოიპოვებდა სანატრელ სახელმწიფო სავარძელს — თეთრი სახლის ჩათვლით. სისტემატური ლანძღვა-გინებაც ხომ რეკლამაა?

პუტინია “დამნაშავე” ბელორუს-პოლონეთის საზღვარზე ახლოაღმოსავლეთელი ლტოლვილების გამოჩენაში. მან და ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ჩაიყვანეს ისინი პოლონეთის საზღვართან, ევროკავშირისთვის ძირის გამოსათხრელად, დასაშლელად.

პუტინის ხელის კვრა რა საჭიროა, ისედაც დაშლის პირას მისული ევროკავშირისთვის? ვაშინგტონ-ბრიუსელში იციან მწვავე კრიზისის თაობაზე, რომლის გადასაფარად უფრო მწვავე ვითარების შექმნას ცდილობენ, თუნდაც პატარა, მაგრამ ძლევამოსილი სამხედრო გამარჯვების სახით.

კონფლიქტის პროვოცირებისთვის უკრაინა ჰყავთ გამზადებული, ისე, როგორც საქართველო 2008 წლის აგვისტოში. როდესაც ამერიკელი კონგრესმენები, სამხედროები და მედია პუტინის ინტენსიურ ლანძღვაზე არიან გადასულნი, მათი ევროპელი მონებიც თუთიყუშებივით იგივეს იმეორებენ და ამას  ბანს უკრაინელ-ქართველი პოლიტიკოსებიც აძლევენ, ვერაფრით იფიქრებთ მშვიდობიან აწმყოსა და მომავალზე.

დღევანდელი დაძაბულობა არაფრით ჩამოუვარდება კარიბის ზღვის კრიზისის დროინდელს, მსოფლიო რომ ბირთვული, მესამე ომის წინაშე დააყენა. სამხედრო სპეციალისტების გათვლით, ერთი ბირთვული ბომბი 35 მილიონ ადამიანს გაანადგურებს. ახლა თვით განსაჯეთ, ის ათასობით ბომბი, რომელიც აშშ-ს, მის მოკავშირეებს და რუსეთს აქვთ, დატოვებს ვინმე სულიერს დედამიწაზე?

თუ მაშინ კრიზისი კარიბის ზღვაში წარმოიშვა, დღეს შავ ზღვაში იჩენს თავს — ამერიკა-ნატოს სამხედრო მანევრების დროს, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის დაშინებას და „დემოკრატიული“ უკრაინის, რუსეთის „თავდასხმისგან“ გადარჩენას. აქ უბრალოდ დავსვათ კითხვა — მართლაც ემზადება რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად?

რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მსგავსს ადგილი არ აქვს. მაშ, რატომ გაჰკივიან სასოწარკვეთით ვაშინგტონ—ლონდონ—ბრუსელი? მიზანი კივილისა არის ნიადაგის შემზადება, რომ რუსეთი აგრესორი და მტარვალია, როგორ ემზადება უკრაინის დასაპყრობად. ამ დროს კი თვით აპირებენ ანალოგიურს და უკრაინას აქეზებენ დონბასისკენ. შემდეგ რუსეთისკენ, რათა ეს უკანასკნელი ჩაითრიონ კონფლიქტში.

დასავლეთი ვერ თვლის, რომ რუსეთის ჩართვა, კონფლიქტი აღარ იქნება, მას ფართომასშტაბიანი ომი მოჰყვება, თანაც არა ლოკალური, რეგიონული, არამედ საყოველთაო, მსოფლიო.

აქ უბრალოდ იბადება კითხვა — იცის თუ არა ქართულმა პოლიტიკამ რა სახიფათო თამაშში იღებს მონაწილეობას? თუმცა ამ კითხვას ასე ვუპასუხებ — დღევანდელ ქართულ პოლიტიკას არ აქვს უნარი გააანალიზოს მსოფლიოში შექმნილი ვითარება. გულდასმით წაიკითხოს მსოფლიო პრესაში გამოქვეყნებული სტატიები, განსაკუთრებით გონიერი (ასეთებიც არიან) ამერიკელი ექსპერტების მიერ წარმოდგენილი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ დასავლეთის კუნთების თამაშს მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

ნუთუ, ისე დააბრმავა ე.წ. სტრატეგიულმა პარტნიორმა ქართველობა, რომ მეზობელი რუსეთის მიერ ჩვენზე დამიზნებულ რაკეტებსაც ვერ ხედავენ? საქართველოს ტერიტორიის მიწასთან გასასწორებლად ერთი ბომბიც საკმარისია, ჰა, ჰა, დიდი-დიდი ორი, იმ უახლესი არსენალიდან, რუსეთმა რომ თავისი ჯარი შეიარაღა.

ღირს, მოსალოდნელი თავდასხმის შემყურემ, მლიქვნელობის უმაღლესი პილოტაჟი აჩვენოს ბათუმში ჩამომდგარ ამერიკული სამხედრო გემების მეზღვაურებს და ოფიცრობას?!

საკუთარ თავს ერთხელ მაინც არ უსვამთ კითხვას — შემთხვევით დაწყებული სამხედრო-საზღვაო დაპირისპირებისას ამერიკელები და მათი მოკავშირე ნატოელები საქართველოს დასაცავად იბრძოლებენ თუ საკუთარი თავისა და ხომალდების გადასარჩენად?

თუ რომელიმე გემი გადაურჩა რუსული ავიაციისა და სახმელეთო არტილერიის გამანადგურებელ ზალპს, წარმოიდგინეთ რა სისწრაფით გაჰკურცხლავენ, ბოსფორსა და დარდანელში ერთდროულად, იქნებ ვერც გაეტიონ.

გულდაწყვეტით უნდა ვთქვა, გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში იშვიათად თუ მოძებნით ხელმძღვანელს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნეს, გამჭრიახი ტვინის პატრონ პოლიტიკოსს. ტრაქტატის ხელმოწერის დროს ვერვინ იფიქრებდა ერეკლე მეფის გადაწყვეტილების მარადიულობაზე.

დიახ! მას „ახალმა ქართველობამ“ წყალი შეუყენა, მაგრამ დროებით, ვინაიდან ქვეყნის წინაშე მყინვარივით აზიდული სასიცოცხლო პრობლემები გვაიძულებს მეზობელ რუსეთთან პრაგმატული, გონივრული ურთიერთობების დამყარებას, დაფუძნებულს ურთიერთ პატივისცემაზე.

თანამედროვე საქართველოს წინაშე ბევრი გადაუჭრელი საკითხია, მათ შორის მთავარი ეკონომიკურ-სოციალური, დიდ ძალისხმევას მოითხოვს და სხვათა დახმარების გარეშე გადაჭრა შეუძლებლად მიმაჩნია. დახმარება და საკუთარი ძალების მობილიზება არის საჭირო 30-წლიანი ჩამორჩენილობის დასაძლევად. „მიშა, მიშას“ ბღავილი ან „ნატო, ნატოს“ — კარგს არაფერს მოგვიტანს.

მკითხველი ისე ნუ მიიღებს ჩემს ნათქვამს — გამოსავალს ვერ ვხედავდე რუსეთთან ურთიერთობების გარეშე. ვაგლახ, რომ ვხედავ იმას, რაც დასავლეთმა გვარგუნა ე.წ. დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში. ვხედავ და ამიტომაც ვამბობ, რომ მეორედ შესვლა მოგვიწევს მდინარეში, ვინაიდან გადასავლეთებამ, დახეული ჯინსებისა და ზედაპირული „თავისუფლების“ გარდა, არაფერი შეგვძინა.

არადა, ქვეყნის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია მძიმე დემოგრაფიული ვითარება, ტერიტორიების შეკვეცა — ტაში-ტუშის ძახილში. იაპონელთა გამოთვლით, ქართველი ერი სულს განუტევებს 30 წლის შემდეგ.

სააქციონერო საზოგადოება „ინტურისტში“ მუშაობისას კარგად მახსოვს საქართველოში ჩამოსული ზღვა იაპონელი ტურისტი, სპეციალისტი, მათ შორის გერონტოლოგი. მათი საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი ქართველთა ხანდაზმულობა იყო.

მკითხველს შევახსენებ, რომ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში თუ რომელიმე მოკავშირე რესპუბლიკა იყო სანიმუშო სიცოცხლის ხანგრძლივობის თვალსაზრისით, საქართველო იყო. ჰოდა, სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ხასიათის სტატიების კვალდაკვალ ჩამოდიოდნენ იაპონელები საქართველოში.

დღეს? დღეს, შორიდან გვითვლიან — გაფრთხილდით, მძიმე პერიოდი გელითო! საქართველოს ხელისუფალნი, ნაცვლად იმისა გადამწყვეტ ზომებს იღებდნენ უმძიმესი სოციალური ვითარების ოდნავ გამოსასწორებლად, საკუთარ სასახლეებს იშენებენ, შესაბამისი ფუფუნებით. ნეტავ, რაში გამოიყენებენ, თუ ქვეყანა არ ექნებათ, ხალხი არ ეყოლებათ?

ქვეყნის არსებობასაც მრავალი კითხვის ნიშანი აქვს დასმული, ისე, როგორც გეორგიევსკის ტრაქტატის დროს. საფრთხე ისევ იქიდან მოდის და არა ჩრდილოეთიდან, კოლექტიური დასავლეთი რომ ჩაგვჩიჩინებს.

დიახ! ჩვენი მეზობელი და „მეგობარი“ ქვეყნის პრეზიდენტი ერდოღანი უკვე მერამდენედ აცხადებს აჭარას, როგორც თურქეთის ძირძველ ტერიტორიად, არამარტო აჭარას, მესხეთს და ა.შ.

მისი ძმა და მეგობარი აზერბაიჯანი ისეა ფეხგადგმული ქვემო ქართლში, აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობით დასახლებულ რეგიონში, როგორც საკუთარ სახლში. აზერბაიჯანული ბიზნესი ყველაფერს აკეთებს ამ რეგიონის მოსახლეობის აზერბაიჯანულად აღზრდა-განათლებისთვის. თვითონ განსაჯეთ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი, რომელიც განათლებას მეზობელ აზერბაიჯანში მიიღებს, საქართველოს პატრიოტი იქნება? საქართველოს პატრიოტები ქართველები არ არიან და რაღა აზერბაიჯანელები იქნებიან?

აჭარაზე თურქული ზეგავლენა რომ ზომაზე მეტია და აშკარად თვალშისაცემი, მტკიცება არ სჭირდება. თურქულმა მედრესეებმა, მეჩეთებმა — სოკოებივით გამრავლებულმა, სხვაგვარი მენტალიტეტი ჩამოუყალიბა აჭარელ ახალგაზრდებს. თურქული ბიზნესი გველეშაპივით ნთქავს ე.წ. ავტონომიას და არა მარტო მას.

ორი მხრიდან ხდება „მეგობრული“ შემოტევა — აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ე.წ. ერთი ხალხი, ორი ქვეყნის მხრიდან. ვიღას ახსოვს დავით გარეჯი, როდესაც ბაქომ მტკიცე ხელი დაადო „მის ისტორიულ“ მიწას?! ახლა საფიქრალი ისაა, როდის მოხდება ამ ორის ერთმანეთთან შეერთება საქართველოს ტერიტორიაზე.

მკითხველს ნუ ეგონება, რომ რამეს ვაჭარბებ. ის, რაც ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნია, ხვალ შესაძლებელი იქნება, ვინაიდან დღევანდელ საქართველოსთან შედარებით, ხვალინდელი გაცილებით სუსტი იქნება. ამის საბაბი — საქართველოდან გადინებული მოსახლეობა, დაბალი დემოგრაფია და პატრიოტული გრძნობებიდან დაცლილი, უმეცარი პოლიტიკაა.

გამოსავალი? — ისევ რუსეთთან ურთიერთობა, 3X3 ფორმატში ჩართვა და დასავლური ორიენტაციის გვერდზე გაწევა. გვერდზე გაწევა და არა უარის თქმა. 3X3 ფორმატში მონაწილეობა, რუსეთ—თურქეთ—აზერბაიჯან—სომხეთ—ირანთან ერთად გზას გაგვიხსნის ჩვენი საჭირბოროტო საკითხების ექვსეულში გასაჟღერებლად, თუკი ჩვენს ხელისუფლებას ამის სურვილი გაუჩნდება.

წინასწარ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთი ნეიტრალურ პოზიციას არ დაიკავებს, როდესაც საქმე მართლმადიდებელ და მასთან მოთანამშრომლე საქართველოს შეეხება. არც სომხეთი იქნება გულგრილი და არც ირანი — თურქეთის ისტორიული მოქიშპე, საქართველოს მიმართ.

ეკონომიკურ-პოლიტიკური თვალსაზრისით სუსტი საქართველოს შექმნილი ვითარებიდან თავის დაღწევის გზა, ისეთი, როგორიც ნატო-ევროკავშირია, არარეალურია, რაც განვლილმა 30 წელმა ნათლად დაგვანახა.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი