რა გველის წინ?“ – ზაზა ბიბილაშვილი უკმაყოფილოა

ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჩიხურ ვითარებას გარკვეულ წილად ის ფაქტიც განსაზღვრავს, რომ ოპოზიციის ნაწილს სურს მიხეილ სააკაშვილის ელექტორატი, მაგრამ სააკაშვილის გარეშე.

რა გველის წინ?“ - ზაზა ბიბილაშვილი უკმაყოფილოა

“ვიწყებდით 43%-იანი რეფერენდუმით და იმის მტკიცებით, რომ ივანიშვილი არჩევნებს ვეღარ გააყალბებს. მერე არჩევნებში სატელევიზიო გამარჯვება ვიზეიმეთ. გავიდა კიდევ ორი თვე და სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა გვიხარია. რა გველის წინ? ჩიხურ ვითარებას ხშირად ისიც ქმნის, რომ ოპოზიციის ნაწილს სურს სააკაშვილის ელექტორატი, მაგრამ სააკაშვილის გარეშე. გამოსავალი, პირველ ეტაპზე, აშკარად დანახვა და ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევაა,” – აცხადებს ბიბილაშვილი.

 

“რეზონანსი”