კარლ ჰარცელი – 2%-იან ბარიერს მხარი 126-მა დეპუტატმა დაუჭირა …

კარლ ჰარცელი: 2%-იან ბარიერს მხარი 126-მა დეპუტატმა დაუჭირა, ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როცა ვიხილეთ ფართო კონსენსუსი, მნიშვნელოვანია ეს იმპულსი არ დაიკარგოს.

კარლ ჰარცელი - 2%-იან ბარიერს მხარი 126-მა დეპუტატმა დაუჭირა ...

შესაძლებელია იმაზე დისკუსია, თუ რა არის საუკეთესო საარჩევნო ბარიერი ქართული დემოკრატიისთვის, სად უნდა გადიოდეს საუკეთესო ზღვარი პლურალიზმის ხელშესაწყობად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით 3 თვის წინ 2%-იან საარჩევნო ბარიერს მხარი 126-მა დეპუტატმა დაუჭირა და ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ეს იმპულსი და შენარჩუნდეს.

– „მსურს, კომენტარი გავაკეთო გუშინდელ დებატებთან დაკავშირებით, რომელიც 2%-იან ბარიერს შეეხებოდა. ჩემი შეხედულება ძალიან ნათელია. შესაძლოა იყოს განხილვები იმასთან დაკავშირებით, რა არის ქართული დემოკრატიისთვის სრულყოფილი საარჩევნო ბარიერი, სად უნდა გადიოდეს საუკეთესო ზღვარი პლურალიზმის ხელშესაწყობად, მაგრამ აქ ძირითადი საკითხი არის შემდეგი: ჩვენ ამ საკითხზე გასული წლის შემოდგომაზე გვქონდა მსჯელობა, რასაც მოჰყვა გაზაფხულზე მედიაციისა და ფასილიტაციის მცდელობები და რისი კულმინაციაც 19 აპრილს მიღწეული შეთანხმებით განხორციელდა. მას შემდეგ ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ შეთანხმების ნაწილი გარდაიქმნა საკონსტიტუციო ცვლილებად, რაც დაამტკიცეს კენჭისყრით. 2%-იან ბარიერს მხარი 126-მა დეპუტატმა დაუჭირა. ეს მოხდა დაახლოებით 3 თვის წინ. ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როდესაც ვიხილეთ ასეთი ფართო კონსენსუსი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ეს იმპულსი და შენარჩუნდეს ეს მნიშვნელოვანი კონსენსუსი“ – აღნიშნა ელჩმა.

წყარო: newposts.ge