“შეამცირეთ ვიზიტორები სააკაშვილთან: დამკვეთს  ერთი გზაღა აქვს დარჩენილი – მისი მოშორება!…” – ლაშა ამირეჯიბი

პუბლიცისტი ლაშა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

"შეამცირეთ ვიზიტორები სააკაშვილთან: დამკვეთს  ერთი გზაღა აქვს დარჩენილი - მისი მოშორება!..." - ლაშა ამირეჯიბი

ხელისუფლებას მოვუწოდებ – შეამციროს ვიზიტორები სააკაშვილთან. არა იმიტომ, რომ იგი დაისაჯოს და არ ნახოს არავინ, არამედ იმიტომ, რომ დამკვეთს სავარაუდოდ ერთი გზაღა აქვს დარჩენილი. მისი მოშორება!… მისი მოშორებით შეიძლება ითქვას, სააკაშვილის მისია შესრულებულად ჩაითვლება. დამკვეთს საქართველოში არეულობა სურს. სააკაშვილიც ზუსტად მაგისთვის შემოიყვანეს ქვეყანაში! მათთვის სამწუხაროდ, ის ,რაც მას დავალებული ჰქონდა ვერ შეასრულა. მას ,სულ ცოტა ასი ათასი კაცი მაინც უნდა გამოეყვანა ქუჩაში არეულობის მოსაწყობად რასაც, რაღა თქმა უნდა ,მიშამ და მისმა ე.წ. გუნდმაა თავი ვერ მოაბეს. დამკვეთის დაკვეთა რომ შესრულდეს ,ამისთვის საჭიროა სააკაშვილის რამე ფორმით დაზიანება ან მოშორება. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება გახლავთ.

ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს და გააძლიეროს საავადმყოფოს შიდა პერიმეტრი. უმჯობესი იქნება, იმ ხალხით ვისაც სისტემა ენდობა. აგრეთვე, შესაძლებელია ეს ამბავი გაკეთდეს ციხის ან საავადმყოფოს თანამშრომელების ხელით. სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი ბ-ნი (ინსპეკტორები) ე.წ.(Ключник) საბოტაჟნიკები და ექიმები დღესაც მუშაობენ სისტემაში.
ვფიქრობ, ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება