“მოგიყვებით, ეს როგორ კეთდება: უკრაინის დაზვერვა ეუბნება მათ – ჩვენ გვჭირდება სააკაშვილი, თქვენ რა გინდათ?” – გორდონი

უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, უკრაინულ მედიასთან საუბრისას, ამბობს:

“მოგიყვებით, ეს როგორ კეთდება: უკრაინის დაზვერვა ეუბნება მათ – ჩვენ გვჭირდება სააკაშვილი, თქვენ რა გინდათ?” – გორდონი

“ვთვლი, უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და მან კარგად იცის, როგორ უნდა იმოქმედოს, რომ დაუყოვნებლივ დააბრუნოს სააკაშვილის უკრაინაში.

ვიცი, რომ უკრაინის ხელისუფლებამ კარგად იცის, ეს როგორ გააკეთოს. ასეთ სიტუაციებში არსებობს ნაბიჯების ნაკრები.

გინდათ, მოგიყვებით, ეს როგორ კეთდება: ხვდებიან უკრაინის და საქართველოს დაზვერვის ხელმძღვანელები, უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი ეუბნება მათ – ჩვენ გვჭირდება სააკაშვილი, თქვენ რა გინდათ? ქართული დაზვერვის ხელმძღვანელი პასუხობს, რა სჭირდება სამაგიეროდ საქართველოს.

გადაწყვეტენ საკითხს, ქვეყნის ხელმძღვანელები ამ გადაწყვეტილებას აფიქსირებენ და მორჩა – სააკაშვილი ბრუნდება უკრაინაში, მაგრამ ამის გასაკეთებლად საჭიროა სურვილი, რომელიც არ არის.“