დღეს რუსთაველის გამზირზე დედაქალაქის ცენტრალური ნაძვის ხე აინთება

თბილისში საახალწლო სამზადისი დაიწყო. დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და საახალწლო ილუმინაციები დედაქალაქის ყველა მთავარ ქუჩას გაანათებს.

დღეს რუსთაველის გამზირზე დედაქალაქის ცენტრალური ნაძვის ხე აინთება

პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილი ღონისძიების რეპეტიციას თბილისის მერი მოადგილესთან ერთად დაესწრო. ამჯერად ღონისძიება დისტანციურად აღარ ჩაივლის, მოქალაქეებს ნაძვისხესთან შეკრების და კონცერტზე დასწრების შესაძლებლობაც ექნებათ.

პანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ, წელს ახალი წელი ისევ სახალხო იქნება. ქალაქის მთავრობა დედაქალაქის მოსახლეობას გრანდიოზულ გალა-კონცერტს ღია ცის ქვეშ 7 იანვარს, შობის ღამესაც შესთავაზებს.

2022 წლის შესახვედრად მერიის მიერ 3 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 

“იმედინიუსი’