მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში

მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში – ამ წუთებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამსახურები დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე ადგილას, პარალელურ რეჟიმში მუშაობენ.

მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში

“კურიერის” ინფორმაციით, ოპერაცია “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ტარდება და უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი კრიმინალური სამყაროს წევრობისთვის.

სპეციალური საპოლიციო ღონისძიებები გლდანსა და ვარკეთილში მიმდინარეობს. დაკავების კადრები “კურიერმა” ექსკლუზიურად გადაიღო.

ერთ-ერთი სპეცოპერაცია გლდანში, გობრონიძის ქუჩაზე ჩატარდა, სადაც “ქურდული სამყაროს” წევრობისთვის 2 ადამიანი დააკავეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაკავებულები მისამართზე ბოლო 2 თვის განმავლობაში, ქირით ცხოვრობდნენ.

კიდევ ერთი სპეცოპერაცია ვარკეთილში ჩატარდა, სადაც “კურიერის” კამერამ ერთი პირის დაკავების პროცესი გადაიღო. “კურიერი” ესაუბრა დაკავებულის შვილს, რომელიც ამბობს, რომ მამამისს “ქურდულ სამყაროსთან” კავშირი არ ჰქონია და იცნობდა მხოლოდ ერთ-ერთ “კანონიერ ქურდს” და მის დაკავებას მასთან სატელეფონო ზარს უკავშირებს.

https://rustavi2.ge/ka/news/217201

 

“რუსთავი2”