პუტინმა და მაკრონმა უკრაინასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრეს

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

პუტინმა და მაკრონმა უკრაინასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრეს

ელისეის სასახლის პრესსამსახურის ცნობით, ლიდერებმა ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე არსებული ვითარება, უკრაინასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია და მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მოგვარების გზებზე ისაუბრეს.

ამასთან, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ განხილულ საკითხებზე მიმდინარე წლის ბოლომდე კვლავ ისაუბრებენ.