თემურ ალასანიამ შსს-ში მისვლაზე უარი განაცხადა

შსს თემურ ალასანიას გამოკითხვას კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აპირებს.

თემურ ალასანიამ შსს-ში მისვლაზე უარი განაცხადა

 

მთავარი არხის ინფორმაციით, მან უწყებაში გამოცხადებაზე უარი თქვა, შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება.” – აცხადებენ შსს-ში

ბიძის, თემურ ალასანიას შსს-ში დაბარების შესახებ ინფორმაცია დღეს მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა.